ავტორი:

11 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

11 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 20:38-ზე, მთვარე 07:12-ზე ვერძში გადაბრძანდება

მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.

ვერძი: გადახედეთ პირად ნივთებს და მოიცილეთ უსარგებლოები. მეტი მზრუნველობა გმართებთ ახლობლების მიმართ.

კურო: გააქტიურდით საოჯახო ვალდებულებების შესასრულებლად. საღამოს ოჯახის წევრებთან ერთად გაატარეთ.

ტყუპი: იზრუნეთ საკუთარი ავტორიტეტის ამაღლებაზე. დაეხმარეთ გარშემო მყოფებს სირთულეების გადალახვაში.

კირჩხიბი: გააუმჯობესეთ დამოკიდებულება უცხოელ პარტნიორებთან, ზოგიერთს რომანტიკული ნაცნობობა გელოდებათ საზღვარგარეთ.

ლომი: პარტნიორთან ერთად დაგეგმეთ ფინანსური საკითხები. მოერიდეთ ძვირად ღირებული ნივთების, გაჯეტების შეძენას.

ქალწული: დაისვენეთ და გამოიძინეთ. საღამო საყვარელი ადამიანების გარემოცვაში მხიარულად გაატარეთ.

სასწორი: გაიხსენეთ ძველი ჰობი, შეეხმიანეთ დიდი ხნის უნახავ მეგობრებს. დააკვირდით მინიშნებებს, სიზმრებს. გაფრთხილდით, არ გაცივდეთ.

მორიელი: მეტი დრო დაუთმეთ შვილებს. ერთად ჩაერთეთ ინტელექტუალურ და სპორტულ აქტივობებში. საღამო რომანტიკულ გარემოში გაატარეთ.

მშვილდოსანი: დღევანდელი დღე ოჯახის წევრების გვერდით უნდა გაატაროთ, იზრუნეთ მათზე. მოაგვარეთ საყოფაცხოვრებო საკითხები.

თხის რქა: ახლობლებთან შეხვედრების, მიმოსვლის დღეა. იყავით დაკვირვებული, არაფერი გამოგრჩეთ ან დაკარგოთ. ნუ შეიძენთ კომპიუტერულ ტექნიკას.

მერწყული: ნუ ანდობთ საკუთარ ფინანსებს უცხო ადამიანებს. მეტი დრო დაუთმეთ ჯანმრთელობაზე ზრუნვას, იმუნიტეტის ამაღლებას.

თევზები: დაისვენეთ და გამოიძინეთ. ახლობლებთან ურთიერთობისას გამოავლინეთ დიპლომატიურობა, საყვარელი ადამიანი მიმართ - მზრუნველობა.