არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსური საქმეების გადაჭრას. ვაჭრობა და კამათი კარგს არაფერს მოგიტანთ.
მოერიდეთ მგზავრობას, სამსახურის, საქმიანობის შეცვლას.
კარგია ვარჯიში.
არ გირჩევთ ქორწინებასა და ნიშნობას.
ამ დღეს დაბადებული ადამიანი კარგი სპორტსმენი, მებრძოლი გამოვა.
გაუფრთხილდით კეფასა და ყურებს.
თმის შეჭრას არ გირჩევთ.
ამ დღის ქვებია: ლალი, ავანტიურინი.
მთვარის მესამე დღე დაიწყება 7:41
სამედიცინო რეკომენდაციები - მთვარე სასწორში
გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
ამ დღეს კარგია პლასტიკური ოპერაციების ჩატარება, კბილებზე მკურნალობა.
დღეს იკვებეთ ზომიერად, - არც შიმშილობაა სასურველი და არც კუჭის გადატვირთვა.
სასურველია მსუბუქი ვარჯიში სასიამოვნო მუსიკის ფონზე.