კურო
საქმეებს მარტო ნუ შეეჭიდებით; კოლეგები და პარტნიორებიც მოიშველიეთ. თუ ვინმესთვის თქვენი სიყვარულის დამტკიცება გსურთ, ეცადეთ, საქციელი და სიტყვები რადიკალურად არ განსხვავდებოდეს ერთმანეთისგან.
ტყუპი
დღეს დახმარებას (სიტყვით, საქმით, მატერიალურად) ყველგან გამონახავთ, მაგრამ მოღალატეებისგანაც უნდა დაიცვათ თავი. კარგი დღეა სარეკლამო და შემოქმედებითი საქმიანობისთვის. აგრეთვე სპორტისა და ბიზნესისთვის.
კირჩხიბი
უამრავი საქმე გექნებათ მოსაგვარებელი. აგრეთვე შეხვედრები, მოლაპარაკებები. მთავარია, ყველა მნიშვნელოვანი ინფორმაცია ჩაინიშნოთ, რათა არაფერი გამოგრჩეთ.
ლომი
ენერგიის მოზღვავებას იგრძნობთ და ერთდროულად რამდენიმე საქმესაც მოაგვარებთ.
ქალწული
თუ საკუთარი ბიზნესის წამოწყებას, ახალი ჩანაფიქრის განხორციელებას აპირებთ, აღარ დააყოვნოთ. დახმარებას მეგობრები გაგიწევენ. არც კრედიტის აღება გაგიჭირდებათ.
სასწორი
შეხვედრები, ნაცნობობა, ყველაფერი სასიამოვნოდ ჩაივლის და მომავალში კარგ კონტაქტებსაც გპირდებათ. კარგი დღეა მანქანის მართვის შესასწავლად.
მორიელი
კარგი დღეა ვირტუალური ნაცნობობისა და ინტერნეტსაქმეების მოსაგვარებლად. განაახლეთ ურთიერთობა უცხოელ კოლეგებთან. არავის გაუმხიოთ თქვენი ელექტრო პაროლი და არავის ჩააბაროთ გასაღები.
მშვილდოსანი
კონკურენტების ჩამოსაშორებლად დამოუკიდებლად უნდა იმუშაოთ და არ უნდა გათქვათ საკუთარი იდეები.
თხის რქა
დღეს ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ, მნიშვნელოვანი არაფერი დაგეგმოთ. ისე, ცოტა გაბედულად და ოპტიმისტურად თუ განეწყობით კარგი იქნება.
მერწყული
სიფრთხილე გმართებთ ახალგაცნობილებთან. არავინ მიუშვათ თქვენს პირად კომპიუტერთან. გააძლიერეთ მისი დაცვა.
თევზები
ყოველდღიური საქმეების შემდეგ მხიარულება გელით. მეგობრულ ატმოსფეროში ნუ მოდუნდებით, რადგან მოშურნეებმა და მწარე ენის პატრონებმა შეიძლება განწყობა გაგიფუჭონ.