კურო
თავი შეიკავეთ სარისკო ქმედებებისგან. მეტი ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას. შეიძლება გარშემო მყოფებმა განგებ გაგირთულონ საქმეები, ხელი შეგიშალონ წარმატების მიღწევაში. ეცადეთ, მშვიდად და გააზრებულად დააღწიოთ თავი უსიამოვნებებს.
ტყუპი
კონფლიქტური და ემოციურად არამდგრადი დღეა. მეტი ყურადღება გმართებთ დოკუმენტებთან მუშაობისას. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. მოერიდეთ მსხვილ ხარჯებს. მოსალოდნელია ცვლილება გეგმებში.
კირჩხიბი
კამათის თავიდან ასაცილებლად შეამცირეთ კონტაქტები და მეტი დრო დაუთმეთ საქმეებს. მიხედეთ ჯანმრთელობას; გათავისუფლდით ნეგატიური აზრებისაგან. საღამო საინტერესო წიგნთან ერთად გაატარეთ.
ლომი
მოერიდეთ კარდინალურ ცვლილებებს და ნუ მოაწერთ ხელს დოკუმენტებს. აგრეთვე მოერიდეთ კონფლიქტს გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა ინტელექტუალური საქმიანობისთვის; ინფორმაციის მოსაძიებლად.
ქალწული
ნაკლები ისაუბრეთ და მეტი მოუსმინეთ, დააკვირდით მოვლენებს. რაც თქვენთვის კეთდება ყველაფერი სიკეთის მომტანი არაა. მოერიდეთ ავტორიტეტების წინააღმდეგ გამოსვლას, მათთან კონფლიქტში ჩაბმას; გაეცალეთ თქვენ მიმართ ნეგატიურად განწყობილ ადამიანებს.
სასწორი
შეასრულეთ დანაპირები. შეიძლება დამატებითი სამუშაოს შესრულებამ მოგიწიოთ. ეცადეთ, განწყობის ცვალებადობამ გარშემო მყოფებთან ურთიერთობა არ გაგიფუჭოთ. მეგობრები სიახლეებით გაგახარებენ.
მორიელი
გაუფრთხილდით ურთიერთობას მშობლებთან და უფროსთან. მაქსიმალური ყურადღებით აკეთეთ თქვენი საქმე. მცირე შეცდომამაც კი შეიძლება დიდ უსიამოვნებაში გაგხვიოთ. მეტი ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას.
მშვილდოსანი
კარგი დღეა მუშაობისთვის, მაგრამ ეცადეთ, სხვამ თავისი საქმეები არ "აგკიდოთ". თუ მართლა ღირებული საქმით ხართ დაკავებული ნუ მოცდებით ჭორაობასა და ემოციების გამოხატვაზე. კარგი დღეა სიძნელეების დასაძლევად, გეგმების განსახორციელებლად, საქმეებში წარმატების მისაღწევად.
თხის რქა
საეჭვოა, დღემ მშვიდად ჩაიაროს. მოსალოდნელია "სიურპრიზები" სასიყვარულო პარტნიორისა და კოლეგებისგან. ადვილად გამონახავთ საერთო ენა იმასთან, ვისთანაც ეს შეუძლებელი გეგონათ. საქმის საკეთილდღეოდ იმუშავეთ და საკუთარი ამბიციები და პრეტენზიები შორს გასწიეთ.
მერწყული
თუ დანაპირების შესრულება "დაგავიწყდებათ" უფროსი მის შესრულებას დაუყოვნებლივ მოგთხოვთ. ეცადეთ, ყველა კითხვაზე გქონდეთ პასუხი და უსიამოვნო სიტუაციებისგან მარტივად დაიძვრინოთ თავი. საღამო საოჯახო საქმეებს დაუთმეთ.
თევზები
ნუ მოექცევით ჩარჩოებში, თავისუფლად იმოქმედეთ. მოერიდეთ გარშემო მყოფებზე ჭორაობას, მათ გაკიცხვას. დაეხმარეთ მათ შეძლებისდაგვარად. არ გაცივდეთ. პირად ურთიერთობაში ნუ გადადებთ მნიშვნელოვან საუბარს. ყველაფერი დეტალურად განიხილეთ.