11 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

11 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

კურო

მოერიდეთ ინტრიგებს, მბრძანებლურ კილოს საუბრისას. იყავით მეგობრული გარშემო მყოფების მიმართ. საღამოს სასიამოვნო მუსიკას მოუსმინეთ. მეგობრებთან საუბარი და ფინჯანი ჩაი განწყობას გაგიუმჯობესებთ.

ტყუპი

პოზიტიურად განეწყვეთ. მარტივად დაძლევთ სირთულეებს საქმეებში. საყვარელი ადამიანი აუცილებლად შეაფასებს თქვენს ორიგინალურ გემოვნებას.

კირჩხიბი

შეინარჩუნეთ სიმშვიდე. გააუმჯობესეთ ურთიერთობა მშობლებთან, სასიყვარულო პარტიორთან. საღამო მშვიდ, ოჯახურ გარემოში გაატარეთ.

ლომი

კარგი დღეა მეგობრებთან ერთად ქალაქგარეთ გასასეირნებლად. თუ დილით საქმეები გაქვთ დანიშნული, საღამოს მეგობრებს შეხვდით.

ქალწული

მოერიდეთ ცხიმანი, მძიმე საკვების მიღებას. თუ წონის დაკლება გადაწყვეტეთ, ოჯახურ სადილს თავი უნდა დააღწიოთ. საყვარელი საქმე ან საინტერესო საუბარი ჭამაზე ფიქრს გაგიქარვებთ.

სასწორი

უკმაყოფილება მოიმატებს პარტნიორის, საკუთარი გარეგნობის მიმართ. დილას ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. არ გირჩევთ გარეგნობის კარდინალურ ცვლილებას.

მორიელი

ნუ ეწვევით ენდოკრინოლოგს, სტომატოლოგს, სხვა დღისთვის გადადეთ ხელშეკრულებების გაფორმება. ოჯახის წევრებისა და საყვარელი ადამიანის მიმართ იყავით მომთმენი.

მშვილდოსანი

დაივიწყეთ მცირე უსიამოვნებები. შეიძლება ახალი, განათლებული და ზრდილობიანი კოლეგები გაიჩინოთ. ზოგიერთს რომანტიკული ნაცნობობა ელის სამსახურში.

თხის რქა

მშვიდად გაატარეთ ეს დღე. მოერიდეთ სტრესს, დაპირისპირებას გარშემო მყოფებთან. მეტად დაისვენეთ, მოუსმინეთ სასიამოვნო მუსიკას. საღამო მშვიდ გარემოში გაატარეთ.

მერწყული

მოგზაურობის, შორს მცხოვრები ახლობლების მოკითხვის სურვილი გაგიჩნდებათ. მოსალოდნელია შეხვედრა გავლენიან, ავტორიტეტულ პიროვნებებთან. გაგიუმჯობესდებათ პირადი ცხოვრება.

თევზები

ნებისმიერ შემთხვევაში სიმშვიდე შეინარჩუნეთ. მოერიდეთ კრიტიკულ სიტუაციებს. ობიექტურად შეაფასეთ მომხდარი. ვარცხნილობითა და სამოსით გარშემო მყოფების ყურადღებას მიიპყრობთ.

31 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით

მთვარის ჰოროსკოპი: 31 ოქტომბერი

30 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით