ვერძი
კვირის დასაწყისი საკმაოდ პრობლემური გელოდებათ, საქმეებითა და ვალდებულებებით დატვირთული, მაგრამ შაბათ-კვირას აურზაური დასრულდება და კარგ საზოგადოებაში კარგად დაისვენებთ. ორშაბათს და ოთხშაბათს შეიძლება გახშირდეს არასაჭირო კონტაქტები. იყავით ფრთხილად თქვენს განცხადებებში, სხვები შეიძლება იყვნენ ზედმეტად მგრძნობიარე და შურისმაძიებლები, აკონტროლეთ გამონათქვამები. ხუთშაბათს არის შანსი მიიღოთ ახალი სამუშაო, რომელიც უზრუნველყოფს კარიერულ წინსვლას.
კურო
ორშაბათს, სასურველია, არ დაიწყოთ ახალი საქმეები, არ გააბათ ახალი ნაცნობობა. კარგი იქნება, დამოუკიდებლად გაუმკლავდეთ პრობლემებს, მეგობრები და ნათესავები ნაკლებად სავარაუდოა, რომ დაგეხმარონ, მხოლოდ მსჯელობასა და ჭორაობას დაიწყებენ. ნუ იქნებით მიდრეკილი მაამებლობის მიმართ. დროა იფიქროთ საყვარელ ადამიანს როგორ მოუწყოთ სიყვარულის დღესასწაული. უქმეები გაატარეთ საინტერესოდ.
ტყუპი
ამ კვირაში გელით სასიამოვნო მოვლენები, რომანტიკული აღიარებები და მეგობრული კომუნიკაცია. თქვენ იგრძნობთ ცხოვრების სიხარულს და ჰარმონიას საკუთარ თავთან და სამყაროსთან. უბრალოდ უნდა გჯეროდეთ საუკეთესო მომავლის და არ შეგეშინდეთ თქვენი ოცნებების გაჟღერება. შაბათ-კვირას თქვენი სული ითხოვს სიმშვიდეს და განმარტოებას, პასიურად დაისვენეთ, ეს თქვენს კეთილდღეობაზე სასარგებლო გავლენას მოახდენს.
კირჩხიბი
კვირის დასაწყისში განსაკუთრებით ხშირად დაგებადებათ ახალი იდეები და რაღაცის შეცვლის სურვილი. არ არის გამორიცხული, რომ მაცდურ შესაძლებლობას შორის არჩევის გაკეთებამ მოგიწიოთ. დაფიქრდით, ვის უკეთებთ სიკეთეს და როგორ აღიქვამს სხვა ადამიანი თქვენს ჟესტს. სანამ იმოქმედებთ, მიეცით საკუთარ თავს დრო, რომ იფიქროთ და აწონ-დაწონოთ ყველა დეტალი. შაბათ-კვირას ნუ იჯდებით სახლში, საყვარელ ადამიანთან ერთად წადით კინოში ან ბუნებაში გაისეირნეთ.
ლომი
ახლა თქვენ გჭირდებათ სამყაროს რეალისტური ხედვა, ნუ გადავარდებით ილუზიებში. ხუთშაბათს შეგიძლიათ განახორციელოთ ოქროს იდეა, რომელიც სარგებელს მოგიტანთ. ზედმეტად არ უნდა გაგიტაცოთ სხვა ადამიანებმა თავიანთი პრობლემებით. წინააღმდეგ შემთხვევაში სამსახურში საქმეები წარმოუდგენელი სისწრაფით დაგიგროვდებათ. პარასკევს კონფლიქტის რისკი გაიზრდება. უქმეები გაატარეთ მეგობრებთან ერთად საინტერესოდ.
ქალწული
სამსახურში საქმეები მეტ დაკვირვებას მოითხოვს. ასევე მიზანშეწონილია სახლში წესრიგისა და კომფორტის შექმნა, ყველაფერი უნაკლოდ უნდა გამოიყურებოდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა დისკომფორტი იგრძნოთ. ეცადეთ, არ მოექცეთ სხვების გავლენის ქვეშ; ასევე, ნუ შეაფასებთ (გადააფასებთ) თქვენს შესაძლებლობებს. უქმეებზე შეგიძლიათ ეწვიოთ საინტერესო გამოფენას, წახვიდეთ წვეულებაზე, იყიდეთ ბილეთი კონცერტზე.
სასწორი
ამ კვირაში სასიამოვნო სიახლეები და შეხვედრები გელით, შესაძლებელია რომანტიკული პაემნები. თქვენი პირადი ცხოვრება უკეთესობისკენ შეიცვლება. ხუთშაბათს და პარასკევს შეძლებთ საკუთარი პროფესიონალიზმის დემონსტრირებას, უფროსები დააფასებენ თქვენს იდეებს. თქვენი დიპლომატიის წყალობით შეგიძლიათ მარტივად იპოვოთ საერთო ენა სხვადასხვა ადამიანებთან.
მორიელი
ამ კვირაში გამოიყენეთ თქვენი კომუნიკაციის უნარი ასი პროცენტით, ეს დაგეხმარებათ გეგმებისა და იდეების განხორციელებაში. წარმატებები გელით ბიზნესში, შეგიძლიათ გქონდეთ სოლიდური მოგების იმედი. სამომავლო წარმატებულ პროექტებს ახლა ეყრება საფუძველი. ამასთან, თქვენი პირადი ცხოვრება უფრო ჰარმონიული და ბედნიერი გახდება.
მშვილდოსანი
ამ კვირაში შეძლებთ უსაფრთხოდ გათავისუფლდეთ იმისგან, რაშიც დიდი ხნის განმავლობაში ხართ ჩარჩენილი. ნუ იქნებით მომთმენი და ჩუმი, იყავით უფრო აქტიური. გამოიყენეთ ეს დღეები თქვენს ცხოვრებაში წესრიგის დასამყარებლად. კარგი დროა მივლინებისთვის, მოგზაურობისთვის და სხვა ქალაქში გადასასვლელად. თავისუფლად დადეთ ხელშეკრულებები უცხოელ პარტნიორებთან, მაგრამ ფრთხილად იყავით მათთან, ვინც ახლოსაა და ჩახედულია თქვენს საქმეებში.
თხის რქა
შეგიძლიათ ელოდოთ წარმატებას პროფესიულ სფეროსა და ბიზნესში. ერთი კვირის განმავლობაში სამუშაოს მოცულობა არ გაგაკვირვებთ და არ შეგაშინებთ, მხოლოდ სამუშაოს შედეგებმა შეიძლება გაგაბრაზოთ. ოღონდ საკუთარ თავს ნუ დააბრალებთ ყველაფერს, იყავით ობიექტური და არა კრიტიკული. სასურველია, კონფიდენციალურ საუბარში მთელი გულისნადები არ გაამხილოთ. ან არასწორად გაგიგებენ, ან ნათქვამს თქვენს წინააღმდეგ გამოიყენებთ. ახლა სჯობს გაჩუმდეთ, ვიდრე ილაპარაკოთ.
მერწყული
სანამ შეთავაზებას დათანხმდებით, კარგად უნდა დაფიქრდეთ. ეს ეხება როგორც პროფესიულ, ასევე პირად სფეროებს. მიზანშეწონილია არ მიიღოთ რაიმე მკვეთრი გადაწყვეტილება. შეეცადეთ არ ჩაერთოთ კონფლიქტებში. პარასკევს, სავარაუდოდ, სიტუაცია მკვეთრად შეიცვლება; ამ დღეს მოგიწევთ სერიოზული გადაწყვეტილების მიღება, რომელზეც შეიძლება თქვენი სამომავლო პერსპექტივა იყოს დამოკიდებული. საკუთარ შესაძლებლობებზე ეჭვი გაქრება. ეცადეთ, საღამოები საინტერესოდ და მხიარულად გაატაროთ.
თევზები
ამ კვირაში სწრაფად უნდა შეცვალოთ გეგმები და მიიღოთ გადაწყვეტილებები, ნუ შეგეშინდებათ გარისკვის. შეეცადეთ იყოთ უკიდურესად გულწრფელი საკუთარ თავთან, ეს თვისება საშუალებას მოგცემთ უკეთ გაიცნოთ საკუთარი თავი. გამონახეთ დრო შემოქმედებითი იდეების განხორციელებისთვის. ზოგიერთს გაგიჩნდებათ ქველმოქმედების სურვილი. შაბათ-კვირას მეტი დრო გაატარეთ ოჯახთან ერთად.