ორშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 15:18-ზე, მთვარე მორიელშია
რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა მოგზაურობის, შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადაადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას.
ვერძი
შეგიძლიათ უსაფრთხოდ აიღოთ ახალი ან უცნობი ამოცანები. იღბალი თქვენს მხარეს იქნება და ყველა საკითხი სწრაფად და წარმატებით მოგვარდება. პრიორიტეტი მიანიჭეთ იმას, რაც გადადებული გქონდათ. იყავით უფრო მშვიდად სხვების კომენტარებსა თუ კრიტიკაზე, ნუ გაბრაზდებით.
კურო
დღევანდელი დღის დაგეგმვისას დაეყრდენით მხოლოდ საკუთარ ძალებს. თქვენ არ დაგჭირდებათ კოლეგების ან მეგობრების დახმარება, მოგიწევთ საქმის კეთება დამოუკიდებლად. ნუ იეჭვიანებთ, თუ ვინმემ უკეთეს უკეთეს შედეგს მიაღწია. გამოიყენეთ ეს, როგორც მოტივაცია თქვენი აქტიური და ნაყოფიერი მუშაობისთვის.
ტყუპი
წარმატებული დღისთვის, უმჯობესია იმუშაოთ გუნდში, გახდეთ ახალი მსხვილი პროექტის წევრი. ეს საინტერესო გამოცდილება იქნება და პროფესიულ სფეროში ახალ დონეზე ასვლაში დაგეხმარებათ. არის შანსი, რომ პირად ურთიერთობებში მიიღებთ იმას, რისკენაც ისწრაფოდით.
კირჩხიბი
ვარსკვლავები წარმატებულ და ნაყოფიერ დღეს გპირდებიან. წარმატებას მიაღწევთ ყველა ასპექტში, ამიტომ უპირატესობა მიანიჭეთ რთულ და შრომატევად ამოცანებს, რომლებიც ადრე თქვენს შესაძლებლობებს აღემატებოდა. ეცადეთ, 12 აგვისტოს უცხო ადამიანებთან ნაკლები ურთიერთობა გქონდეთ, რათა განწყობა არ გაიფუჭოთ.
ლომი
ხელსაყრელი დღე გელით. ბევრი რამ თქვენს სასარგებლოდ გადაწყდება, თუმცა, თუ რამე არ გამოდის, ამაზე არ უნდა შეჩერდეთ. ცოტა ხნით გვერდზე გადადეთ და გადადით ნაცნობ საქმეზე. უფროსები უთუოდ შეამჩნევენ თქვენს აქტიურობას.
ქალწული
სამუშაო ნელა წავა, მაგრამ შეძლებთ სასურველ შედეგს მიაღწიოთ და კმაყოფილება მიიღოთ თქვენი სამუშაოდან. შესაძლოა სამსახურში გვიანობამდე დარჩენამ მოგიწიოთ. საღამოს შეეცადეთ დაისვენოთ და მოიხსნათ გრძელი დღის სტრესი.
სასწორი
ფრთხილად შეარჩიეთ კომპანია: აქტიური და მიზანდასახული ადამიანები, რომლებიც დღეს თქვენ გვერდით იქნებიან, შთააგონებენ რაიმე უჩვეულოს გაკეთებას და დაგეხმარებიან მიზნისკენ სვლაში. გაატარეთ დრო საყვარელ ადამიანებთან, ისაუბრეთ იმაზე, რაც გაწუხებთ და თქვენს ურთიერთობაში ნეგატივს იწვევს.
მორიელი
წარმატება გექნებათ ბიზნესში, მაგრამ შესაძლოა სირთულეები შეგექმნათ ცხოვრების სხვა სფეროებში. ნუ გადატვირთავთ საკუთარ თავს სამსახურში. საღამოს შეეცადეთ დაისვენოთ და აღიდგინოთ ენერგია.
მშვილდოსანი
ხელსაყრელი დღეა, იღბალი გწყალობთ. 12 აგვისტოს შეგიძლიათ დაგეგმოთ რთული საკითხები ან მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები: ენერგია ყველაფრისთვის საკმარისი იქნება. თქვენს სიტყვებს ისმენენ, ამიტომ მოერიდეთ კრიტიკულ კომენტარებს.
თხის რქა
კარგი დღეა შემოსავლის დამატებითი წყაროების მოსაძებნად. პირად ურთიერთობებში შესაძლებელია რთული სიტუაციები, ეცადეთ იყოთ უფრო თავშეკავებული და ჩხუბის პროვოცირება არ მოახდინოთ. არის შანსი მიიღოთ საინტერესო შეთავაზება, რომელიც ახალი გამოცდილებას შეგძენთ.
მერწყული
წარმატებული და პოზიტიური დღე გელოდებათ. რასაც გააკეთებთ 12 აგვისტოს, მშვენივრად გამოვა. უფრო ხშირად ესაუბრეთ საყვარელ ადამიანებს: ეს გააძლიერებს თქვენს ურთიერთობებს და დაგეხმარებათ ყველა საკამათო საკითხის გარკვევაში. მათი რჩევები გამოგადგებათ.
თევზები
გაატარეთ დღე აქტიურად, დაასრულეთ რთული საკითხები, რომლებიც გადადებული გქონდათ. დღეს ვარსკვლავები თქვენს მხარეს არიან, ამიტომ წარმატება გელით ნებისმიერ საქმეში. მოერიდეთ დიდი თანხის დახარჯვას. უმჯობესია დაზოგოთ ფული მომავლისთვის.