12 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

12 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

კურო

მაქსიმალურად მოერიდეთ კონფლიქტს გარშემო მყოფებთან. მეტი დრო გაატარეთ მშვიდ გარემოში, მოაგვარეთ პირადი ურთიერთობები.

ტყუპი

ნაკლები ყურადღება მიაქციეთ გარშემო მყოფთა შენიშვნებსა და კრიტიკას. მათ თქვენი კონფლიქტში ჩართვა სურთ და არ წამოეგოთ პროვოკაციას. უფრო მეტიც, ეცადეთ მათ მიმართ ღიმილიანი და მეგობრული იყოთ.

კირჩხიბი

გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება გარშემო მყოფებთან. შეიძლება შეგეხმიანოთ ყოფილი შეყვარებული და ურთიერთობის აღდგენა შემოგთავაზოთ.

ლომი

მოერიდეთ გარშემო მყოფებთან გულის გადაშლას; საკუთარი იდეების გაზიარებას. კოლექტივში აკონტროლეთ სიტუაცია და ეცადეთ, თქვენმა ნათქვამმა ახლობლები არ გაანაწყენოს.

ქალწული

კარგი დღეა ოჯახური საქმეების მოსაგვარებლად; ნათესავებთან შესახვედრად. აგრეთვე, მეტი ყურადღება მიაქციეთ საყვარელ ადამიანს, გამონახეთ მისთვისაც დრო.

სასწორი

აკონტროლეთ ემოციები, გრძნობები და ოჯახის წევრებთან და კოლეგებთან კონფლიქტს აირიდებთ. აგრეთვე, მოერიდეთ მნიშვნელოვან ცვლილებებს საქმეებში.

მორიელი

გარშემო მყოფთა ყურადღებას იპყრობთ. თქვენით გავლენიანი ადამიანები დაინტერესდებიან. შეიძლება ისეთ ადამიანს შეხვდეთ, ვისაც მომავალში ბედს დაუკავშირებთ.

მშვილდოსანი

დღის უპირველეს საკითხად ფინანსური თემა აქციეთ. აკონტროლეთ ხარჯი. შეიძლება მატერიალური დახმარება მეგობრებმა ან ნათესავებმა გაგიწიონ.

თხის რქა

ახალი საქმიანი პარტნიორების გაცნობა და მათთან ურთიერთობის გაუმჯობესება მოგიწევთ. უმჯობესია, პირადი და საოჯახო საკითხები გვერდზე გადადოთ და მთელი ყურადღება სამსახურის საქმეებზე გადაიტანოთ.

მერწყული

თუ დარწმუნებული ხართ საკუთარ ძალებში და სიმართლეში აქტიურად იმოქმედეთ სამსახურისა და პირადი საქმეების მოსაგვრებლადაც.

თევზები

კონკურენტებისა და მოშურნეების თავიდან ჩამოსაშორებლად თავადაც ყველა ღონე უნდა იხმაროთ და დახმარება გავლენიან მეგობრებსაც სთხოვოთ.

31 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით

მთვარის ჰოროსკოპი: 31 ოქტომბერი

30 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით