დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები.
მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები.
კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება.
ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისა და განქორწინებისთვის.
მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან.
კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად.
ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის.
არასასურველია ქორწინება და ნიშნობა.
არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა.
კარგი დღეა თმის შესაჭრელად.
ამ დღის ქვაა: ჰიაცინტი.
დღის გაფრთხილება: არ იპკუროთ სუნამო და მოერიდეთ სარკეში ყურებას.
მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 17:27
სამედიცინო რეკომენდაციები – მთვარე ქალწულში
მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
ნუ იშიმშილებთ, მაგრამ ნურც კუჭს გადატვირთავთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას.
კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში.
კარგია ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.