კურო
მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების დღეა. დროა, გაწყვიტოთ ურთიერთობა იმ ადამიანებთან, ვინც გაღიზიანებთ, ხელს გიშლით წარმატები მიღწევაში, იდეების რეალიზებაში.
ტყუპი
თუ ოთხ კედელში არ გამოიკეტებით და მეგობრებთან შესახვედრად ან წვეულებაზე გაემართებით, სასიამოვნო ნაცნობობა გელით. შეიძლება იგი დიდ რომანში არ გადაიზარდოს, მაგრამ სასიამოვნო მოგონებად დაგრჩებათ.
კირჩხიბი
მგზავრობა, შეხვედრები გელით. აგრეთვე, საქმიანი და საოჯახო საქმეების მოგვარებით იქნებით დატვირთუული. ეცადეთ, საერთო საქმიანობაში ახლობლებიც ჩართოთ.
ლომი
მეტი ყურადღება მიაქციეთ თანამოსაუბრეს ნათქვამს. შეიძლება თქვენთვის მეტად მნიშვნელოვან ინფორმაციას მოჰკრათ ყური.
ქალწული
სასიამოვნო შეხვდრები, მხიარულება და საინტერესო მოსაუბრეების გაცნობა გელით. ეცადეთ, ყურადღების ცენტრში მოექცეთ, ახალი გასართობები მოიგონოთ, ან საორგანიზაციო საკითხები მოაგვაროთ.
სასწორი
გლობალური ცვლილებების დღეა. კარგი იქნება სახლში ინტერიერის შეცვლა, ნივთების განახლება. ცვლილებები შეიტანეთ ურთიერთობებშიც; განსაკუთრებით პირადში.
მორიელი
საღამოს სასიამოვნო სიურპრიზი გელით დიდი ხნის უნახავი მეგობრისგან.
მშვილდოსანი
ჩანაფიქრის რეალიზებისთვის თანამოაზრეების მოძებნა არ გაგიჭირდებათ. ეცადეთ, დრო მხიარულად და რაც მთავარია, უვნებლად გაატაროთ.
თხის რქა
დღეს რასაც ჩაიფიქრებთ, ყველაფერს ადვილად გაართმევთ თავს. არ გაგიჭირდებათ საერთო ენის გამონახვა გარშემო მყოფებთანაც. უფრო მეტიც, მათგან მორალურ და მატერიალურ მხარდაჭერას მიიღებთ.
მერწყული
შეიძლება ახლობელმა საინტერესო საქმიანობაში ჩართვა შემოგთავაზოთ. საბოლოო პასუხის გაცემამდე კარგად დაფიქრდით, რათა რაიმე ავანტიურაში არ გაეხვეთ.
თევზები
კარგი დღეა შემოქმედებითი იდეების განსახორციელებლად. იყავით მეტად ორიგინალური და ექსტრავაგანტური.