12 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

12 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

კურო

არ იზარმაცათ, სახლში დარჩენილმაც კი გამონახეთ საქმე. მოსალოდნელია სტუმრიანობა ან უცხოეთიდან ახალი ამბების მიღება. სამსახურში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მიმდინარე საქმეების მოგვარებას ნუ გადადებთ მომავლისთვის, ყველაფერი დროულად შეასრულეთ.

ტყუპი

სანამ რაიმეს წამოიწყებდეთ კარგად დაფიქრდით, გაანალიზეთ შედეგები. მზად უნდა იყოთ არასტანდარტული ქმედებისთვის, რადგან შეიძლება ყველაფერი ისე არ წარიმართოს, როგორც დაგეგმეთ. უმჯობესია, ეს დღე სხვათა დახმარებას მოანდომოთ.

კირჩხიბი

დღეს მშვიდად უნდა იმუშაოთ, ნუ დაენახვებით არაკეთილმოსურნეებს და უფრო მეტიც, ნუ წამოიწყებთ მათთან კამათს. მოსალოდნელია ტექნიკის მწყობრიდან გამოსვლა, მტვრევა. საკუთარი პრობლემები დამოუკიდებლად მოაგვარეთ.

ლომი

ყველაფერი ისე სწრაფად არ ხდება, როგორც თქვენ გსურთ. ამის გამო ნუ იკამათებთ. მოერიდეთ ემოციების გამოვლენას. მშვიდად აკონტროლეთ სიტუაცია და შეძლებისდაგვარად გამოასწორეთ შეცდომები. მოერიდეთ უსიამოვნებას ოჯახში. უმჯობესია, საღამო შინ გაატაროთ და თავი შეიკაოთ კონფლიქტისგან.

ქალწული

მძაფრი ემოციების დღეა. შეიძლება თავად ჩაიგდოთ თავი საფრთხეში, მაგრამ თითქოს ასეთი სიტუაცია მოგწონთ კიდეც; უფრო მობილიზებულად მუშაობთ. შეიძლება კონფლიქტის ინიციატორი გახდეთ და ისეთი საიდუმლოებები გამჟღავნდეს, რაზეც წარმოდგენაც არ გქონდათ.

სასწორი

აკონტროლეთ საქციელი და გამონათქვამები, რამაც შეიძლება სამუდამოდ შეგილახოთ რეპუტაცია და გაგიფუჭოთ ურთიერთობა გარშემო მყოფებთან. ახალი საქმეების დაწყებამდე კონსულტაცია სპეციალისტებთან გაიარეთ. უმჯობესია, არ აჩქარდეთ და მშვიდად იმოქმედოთ.

მორიელი

მზად იყავით, რადგან ყველაფერზე პასუხი თქვენ მოგეთხოვებათ. უნდა აკონტროლოთ სიატუაცია და გამოსავალიც იპოვოთ. გაუფრთხილდით ჯანმრთელობას. თუ თქვენთვის ეს კავშირი მნიშვნელოვანია, ნუ იქნებით ზედმეტად კრიტიკული პარტნიორის მიმართ. პირიქით მეტი მზრუნველობა გმართებთ მის მიმართ.

მშვილდოსანი

დაგროვილი საქმეები და ახალი ინფორმაციები დღის განმავლობაში არ მოგასვენებთ. ეცადეთ დაარეგულიროთ სიტუაცია. მოერიდეთ კონფლიქტს კოლეგებთან. პირიქით, დაიხმარეთ ისინი. ნუ ეცდებით პარტნიორთან საქმეების გარჩევას, ეს კარგს არაფერს მოგიტანთ.

თხის რქა

თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საოჯახო და პარტნიორული ურთიერთობებია. ნუ იქნებით გარშემო მყოფების მიმართ აგრესიული. სიმართე შეგიძლიათ სხვა მეთოდითაც დაამტკიცოთ. მეტი ყურადღება მიაქციეთ ჯამრთელობას. მეტად დაისვენეთ, მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას.

მერწყული

ნუ დაკარგავთ დროსა და ენერგიას უაზრო კინკალობასა და ლაპარაკზე. მშვიდად აკეთეთ საქმეები. აკონტროლეთ მიმდინარე პროცესები, რათა არაფერი გამოგრჩეთ. სიტუაციის განმუხტვის მიზნით, განიხილვეთ ახალი იდეები, შეიცვალეთ გარემო.

თევზები

მოერიდეთ უსიამოვნო ადამიანებსა და სიტუაციებში გახვევას. დღეს საშუალება მოგეცემათ მიიღოთ ნანატრი ნივთი, აისრულოთ ის, რაზეც ოცნებობდით. ექიმთან კონსულტაცია სხვა დღისთვის გადაიტანეთ.

31 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით

მთვარის ჰოროსკოპი: 31 ოქტომბერი

30 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით