კურო
გაფრთხილდით, არავინ მოგატყუოთ, არაფერი დაკარგოთ. მნიშვნელოვანი საუბარი ან მგზავრობა (შორ მანძილზე, საზღვარგარეთ) სხვა დღისთვის გადადეთ.
ტყუპი
ახალი იდეები და ფანტაზიები გაგიჩნდებათ. თუმცა, ნუ გააფორმებთ ხელშეკრულებას, ნუ დაიწყებთ ახალი საქმეს. საღამო მეგობრებთან ერთად გაატარეთ.
კირჩხიბი
ყურადღება გმართებთ მუშაობისას. რუტინულ საქმეებს მეტი ყურადღება მიაქციეთ. მოერიდეთ ინტრიგებს, მკურნალობის დაწყებას.
ლომი
ყველაფრის მიტოვება და ცხოვრების თავიდან დაწყება, თავისუფლება მოგინდებათ. იყავით მეტად თვითკრიტიკული. ახალი ნაცნობობა გელით; ახალი, ორიგინალური იდეები ჩაინიშნეთ.
ქალწული
შეეგუეთ იმ აზრს, რომ ყველა ვერ გაგიგებთ. სხვა დღისთვის გადადეთ საუბარი ნათესავებთან. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას. მოერიდეთ გაუგებრობებსა და ჩახლართულ სიტუაციებს.
სასწორი
დიპლომატიურად წარმართეთ მოლაპარაკებები. განსაკუთრებით უცხოელ პარტნიორებთან. სიფრთხილე გმართებთ მგზავრობისას. გაფრთხილდით, არავინ მოგატყუოთ.
მორიელი
საიმედოობა და სტაბილურობა - აი, ას ითხოვენ თქვენგან გარშემო მყოფები. ყურადღება გმართებთ ფინანსური საკითხებისადმი. შეიძლება განმეორდეს წარსულის სიტუაცია.
მშვილდოსანი
საკუთარ სიმართლეში დარწმუნებული რომც იყოთ, ნუ ეცდებით სხვებისთვის რაიმეს დამტკიცებას. მოიმატებს თქვენი ცნობისმოყვარეობა და მეგობრებთან საუბრის სურვილი.
თხის რქა
თუ გადაუდებელ აუცილებლობას არ წარმოადგენს, მოერიდეთ დოკუმენტების გაფორმებას, მგზავრობას. მეტი დრო დაუთმეთ ინტელექტუალურ საქმიანობას.
მერწყული
შეიძლება რომელიმე მეგობრის, საქმიანი პარტნიორის საიმედოობაში შეგეპაროთ ეჭვი. სიფრთხილე გმართებთ ტექნიკასთან. არავის ანდოთ საფულე და არ გაუმხილოთ შემოქმედებითი იდეები.
თევზები
სხვა დღისთვის გადადეთ მნიშვნელოვან თემაზე საუბარი ნათესავებთან, უფროსთან. გადაამოწმეთ ყველა მიღებული ინფორმაცია და არ ენდოთ ჭორებს, არ გაეხვიოთ ინტრიგებში.