საკმაოდ რთული დღეა.
არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს.
სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარი.
არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას.
მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში.
ამ დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება.
სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. ნებადართულია რძის პროდუქტები. ხორცი - არა.
თმის შეჭრას არ გირჩევთ.
ძილის წინ მიიღეთ შხაპი.
ამ დღის ქვებია: შავი მარგალიტი, ობსიდიანი.
მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 3:15
სამედიცინო რეკომენდაციები - მთვარე კირჩხიბში
ამ დღის რთული ორგანო კუჭია. მოერიდეთ ოპერაციებსა და მკურნალობის დაწყებას კუჭზე, ნაღვლის ბუშტზე, მკერდზე, ლიმფურ სისტემაზე, საშვილოსნოზე.
მოერიდეთ ალკოჰოლს, ქიმიური პრეპარატების მიღებას.
კარგია ორგანიზმის გაწმენდა მარილებისა და წიდებისაგან.
ნუ მიირთმევთ მძიმე საკვებს.
კარგი დღეა კბილების სამკურნალოდ.
ივარჯიშეთ, რათა გაგიუმჯობესდეთ ხერხემლისა და სახსრების მდგომარეობა.