12 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

12 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

კურო

ცვლილებებია მოსალოდნელი საოჯახო ცხოვრებასა და პირად ურთიერთობებში. მოერიდეთ ნაჩქარევი გადაწყვეტილების მიღებას.

ტყუპი

კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად და ვალების გასასტუმრებლად. წარმატება თქვენს მხარესაა, ზოგიერთს ლატარიაში მოგება ელის.

კირჩხიბი

შეყვარებულებმა მეტი დრო გაატარეთ მეწყვილესთან ერთად. ნუ დაუჯერებთ ჭორებს, რომლებსაც "კეთილისმსურველები" თქვენს საყვარელ ადამიანზე ავრცელებენ.

ლომი

მოერიდეთ კამათს და, უფრო მეტიც, დაშორებას საყვარელ ადამიანთან. მშვიდად შეხვდით ცვლილებებს და ნუ მიიღებთ დაუფიქრებელ გადაწყვეტილებებს.

ქალწული

ზოგიერთი შეიძლება ალერგიამ შეაწუხოს. გარშემო მყოფების მიმართ ნუ იქნებით ზედმეტად კრიტიკული და ეჭვიანი.

სასწორი

მოერიდეთ დაპირებებისა და ვალების გაცემას. ნუ გაართულებთ დამოკიდებულებას ახლობლებთან, განსაკუთრებით ქალებთან.

მორიელი

ფული მოზომილად ხარჯეთ. მარტო დღევანდელი დღით ნუ იცხოვრებთ. ამასთანავე, სამსახურის საქმეების გამო შეიძლება დასვენებაც ვერ შეძლოთ.

მშვილდოსანი

მოერიდეთ ემოციების გამოვლენას, განსაკუთრებით, როცა საქმე საყვარელ ადამიანთან ურთიერთობას ეხება. მოერიდეთ ფულისა და ენერგიის ხარჯვას.

თხის რქა

მთელ დღეს ოჯახურ საქმიანობაში გაატარებთ. ზოგიერთს სასიამოვნო სიახლე ელის. მოსალოდნელია ახალი ნაცნობობა.

მერწყული

მოერიდეთ გულახდილ საუბრებს ახალგაცნობილებთან; კამათს ოჯახის წევრებთან და ცვლილებებს. ცოტა ხანში სიტუაცია თქვენს სასარგებლოდ დარეგულირდება.

თევზები

დაუპატიჯებელი სტუმრები დღის გეგმებს შეგიცვლიან. საქმეებისა და პრობლემების მოსაგვარებლად ახლობლებისთვის დახმარების თხოვნა ნუ მოგერდებათ.

31 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით

მთვარის ჰოროსკოპი: 31 ოქტომბერი

30 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით