12 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

12 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

კურო

დღეს მოკრძალებული უნდა იყოთ. ნუ იტრაბახებთ მიღწევებით. გააუმჯობესეთ პარტნიორული ურთიერთობები. გავლენიანი მეგობრები დახმარებაზე უარს არ გეტყვიან. საყვარელი ადამიანი თქვენი მოკავშირე გახდება.

ტყუპი

დილიდან კარგი განწყობა შეიქმენით. მეტი დრო დაუთმეთ დაწყებული საქმეების მოგვარებას. საღამოს არაფერი დანიშნოთ, საყვარელი ადამიანი სიურპრიზს გიმზადებთ.

კირჩხიბი

კეთილი და პოზიტიური დღე გელით. განსაკუთრებით პროფესიულ საქმიანობაში. გავლენიანი მეგობრების დახმარების იმედი გქონდეთ. ოჯახურ საკითხებს უპრობლემოს მოაგვარებთ. საყვარელი ადამიანი ჭირვეულობის უფლებას მოგცემთ.

ლომი

გააუმჯობესეთ ურთიერთობა გარშემო მყოფებთან. დღეს ნებისმიერ ადამიანთან შეძლებთ დამეგობრებას. საყვარელი ადამიანი რომანტიკულ სიურპრიზს გიმზადებთ.

ქალწული

დატკბით ცხოვრებით, მიღწევებით. მაგრამ ნუ იტრაბახებთ გამარჯვებით. მეტი დრო დაუთმეთ დაგროვილ საქმეებს. საღამო მეგობრებთან ერთად ოჯახურ გარემოში გაატარეთ.

სასწორი

აუჩქარებლად იმოქმედეთ. ყურადღება გმართებთ ფინანსური საკითხების მოგვარებისას; დოკუმენტების გაფორმებისას. გაგიუმჯობესდებათ ურთიერთობა ნათესავებთან.

მორიელი

პოზიტიურად ხართ განწყობილი. მარტივად მოაგვარებთ უსიამოვნებას კოლეგებთან. ბავშვები საკუთარი წარმატებით გაგახარებენ. მეტი დრო გაატარეთ ოჯახის წევრებთან ერთად.

მშვილდოსანი

დილიდან შეადგინეთ სამოქმედო გეგმა და ეცადეთ, არ გადაუხვიოთ გართობაზე. მეტი ყურადღება დაუთმეთ მეგობრებისა და ნათესავების რჩევებს. გადამეტებულ სიმპათიას იგრძნობთ საწინააღმდეგო სქესისგან.

თხის რქა

წარმატებული დღე გელით. ზოგიერთი სარფიან საქმიან შემოთავაზებას მიიღებს. გააუმჯობესეთ ურთიერთობა სასიყვარულო პარტნიორთან. საღამო ოჯახის წევრებთან ერთად გაატარეთ.

მერწყული

მეტი დრო დაუთმეთ დაგროვილი საქმეების მოგვარებას. მეტი დრო გაატარეთ პოზიტიური ადამიანების გარემოცვაში. საღამო რომანტიკულ გარემოში გაატარეთ.

თევზები

ისედაც მფლანგველი ხართ და დღეს ფულის დაზოგვას ვერ შეძლებთ. ზოგიერთი ნათესავებისთვისაც შეიძენს საჩუქრებს. მოერიდეთ უსიამოვნებას მეუღლესთან. საღამო ოჯახის წევრებთან ერთად გაატარეთ.

31 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით

მთვარის ჰოროსკოპი: 31 ოქტომბერი

30 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით