12 მაისის იუბილარი

12 მაისის იუბილარი

მაისის თვე ძველბერძნული ქალღმერთის – მაიას სახელს უკავშირდება, რომელიც თავის მხრივ ნაყოფიერების, ქალურობისა და შვილიერების სიმბოლოდ ითვლებოდა ბერძნებში. ასტროლოგიურად კი მაისი, ორ რადიკალურად განსხვავებულ ზოდიაქოს ნიშანს: კუროსა და ტყუპს აერთიანებს. აქედან გამომდინარე ამ თვეში დაბადებული ადამიანები, ერთდროულად არიან ცვალებადებიც და პრინციპულებიც, კონსერვატორებიც და ნოვატორებიც. და რაც მთავარია, ნებისმიერი მაისის ადამიანი ასხივებს ძლიერ სასიცოცხლო ენერგეტიკას და უშრეტ ოპტიმიზმს, რაც ზუსტად შეესიტყვება ამ თვეს. მაისი ხომ სიცოცხლის გამოღვიძების, ახლის საწყისის და აღორძინების სიმბოლოა.

როგორია 12 მაისს დაბადებული ადამიანი

12 მაისს დაბადებული ადამიანები, ხალისიანი და იუმორის გრძნობის მქონე ნატურები არიან. მათ გააჩნიათ კომუნიკაციის კარგი უნარი და ადამიანებთან უშუალო ურთიერთობის ნიჭი. თუმცა ამასთან ერთად, ისინი იშვიათად ტოვებენ არასერიოზული პიროვნების შთაბეჭდილებას. იმიტომ, რომ ყოველთვის იციან ზღვარი ხუმრობასა და თავხედობას შორის.