ოთხშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 17:14-ზე, მთვარე ქალწულში გადავა 12:58-ზე
დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
ვერძი
შეეცადეთ დაივიწყოთ ძველი წყენა. კარგია საკუთარ თავზე და თქვენს ინტერესებზე ზრუნვა. გახსოვდეთ, ადამიანი, რომელსაც ცხოვრებაში ყველაფერი წესრიგში აქვს, სხვებს უკეთ ექცევა - ბედნიერება სიკეთეს გულისხმობს.
კურო
გაღიზიანება, რომელიც შეიძლება დღეს განიცადოთ, გაგაბრაზებთ და ცუდ ხასიათზე დაგაყენებთ, რაც გარშემო მყოფებთან - უცნობებთან და ახლობლებთან - ოჯახთან და საყვარელ ადამიანებთან ჩხუბამდე მიგიყვანთ.
ტყუპი
როგორი დაკავებულიც არ უნდა იყოთ, უარს ნუ ამბობთ იმ ადამიანებთან საუბარზე, ვინც ამას გთხოვთ, სცადეთ თავი ფსიქოლოგის როლში - შესაძლოა, ამ გზით გადაწყვიტოთ ამ პროფესიის სერიოზულად და დიდი ხნით დაუფლება.
კირჩხიბი
წარსულის მოგონებები პოზიტიური ენერგიით დაგმუხტავთ. მაგრამ, მაინც ღირს ცხოვრება არა გუშინდელი დღით ან მოგონებებით, არამედ დღეს, წინააღმდეგ შემთხვევაში დროს დაკარგავთ და ვერაფერს მიაღწევთ.
ლომი
საყვარელ ადამიანთან ურთიერთობაში წარმოქმნილი დაძაბულობის განმუხტვის ერთადერთი გზა არის აღიაროთ თქვენი დანაშაული და პატიება სთხოვოთ თქვენს მიერ ჩადენილი - რბილად რომ ვთქვათ, მახინჯი - ქმედებისთვის.
ქალწული
ნებისმიერი კონფლიქტი, მნიშვნელოვანია განიხილოთ არა ერთი მხრიდან, როგორც ამას მიჩვეული ხართ, არამედ ორივე მხრიდან: თქვენი თანამოსაუბრის აზრიც უნდა გაითვალისწინოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში მშვიდობის დამყარება შეუძლებელი იქნება.
სასწორი
ნაკლებად სავარაუდოა, რომ - თქვენი ნაზი ბუნებიდან გამომდინარე, შეძლებთ გაუძლოთ უხეშობას და აგრესიას გარშემო მყოფების მხრიდან, ამიტომ სასურველია - თუ ასეთი შესაძლებლობა გაჩნდება - დღე განმარტოებით გაატაროთ.
მორიელი
არ არის საჭირო ვინმეს დარწმუნება, რომ მართალი ხარ, არ აქვს მნიშვნელობა თქვენი ცხოვრების რომელ სფეროს ეხება საქმე: მთავარია იცოდეთ, რომ სიმართლე თქვენს მხარეზეა და სხვების მოსაზრებები არ უნდა გაინტერესებდეთ - ისინი არაფერს წყვეტენ.
მშვილდოსანი
მნიშვნელოვანი პროფესიული საკითხების დამოუკიდებლად გადაწყვეტას დღეს ვერ შეძლებთ, ამიტომ ნუ მოგერიდებათ დახმარების თხოვნა თქვენი მეგობრებისა და ნაცნობებისთვის - განსაკუთრებით მათთვის, ვინც თქვენთან ერთად მუშაობს.
თხის რქა
ერთ-ერთი იდეა, რომელიც დღეს დაგებადებათ, შეიძლება არარეალურად მოგეჩვენოთ ისეთი საღად მოაზროვნე და პრაქტიკული ნიშნის წარმომადგენლებს, როგორიც თქვენ ხართ, თუმცა, ნუ იჩქარებთ მის თავიდან ამოგდებას - მოგვიანებით გამოგადგებათ.
მერწყული
თქვენს ახლობლებს ნებისმიერ დღეს სჭირდებათ ზრუნვა, მაგრამ დღეს მათ, როგორც ჩანს, თქვენი ყურადღება განსაკუთრებულად სჭირდებათ - ნუ ეტყვით უარს თხოვნაზე, ბოლოს და ბოლოს, ეს თქვენი მოვალეობაა.
თევზები
მნიშვნელოვანი პრობლემის გადაჭრისას, განსაკუთრებით ტექნიკურის, შეეცადეთ შეხედოთ მას არა ტრადიციული თვალსაზრისით, არამედ მოულოდნელი, სასურველია შემოქმედებითად: გამოსავალი თავისთავად მოვა.