12 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

12 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

კურო

გაგიუმჯობესდებათ ფინანსური მდგომარეობა ან შემოსავლის ახალი წყარო გამოგიჩნდებათ. დღეს ისეთ ადამიანს გაიცნობთ, რომელიც მომავალში თქვენი ერთგული ბიზნესპარტნიორი გახდება.

ტყუპი

დროა, უკან მიიხედოთ და წარსულში დაშვებული შეცდომები გამოასწოროთ. წარსულის გაანალიზება მომავლის გაუმჯობესებაშიც დაგეხმარებათ.

კირჩხიბი

დღეს მაინდამაინც მშვიდად ვერ იქნებით, რადგან მოსალოდნელია კონფლიქტები, ურთიერთპრეტენზიები, როგორც საქმიან, ასევე სასიყვარულო პარტნიორთან. ეცადეთ, აკონტროლოთ სიტუაცია.

ლომი

თუ დღეს რაღაც არ გამოგივათ, შეეშვით და სხვა საქმეზე გადაერთეთ. არ ღირს წვრილმანებზე ყურადღების გამახვილება. თქვენ უფრო გლობალური საქმეები გაქვთ მოსაგვარებელი.

ქალწული

კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, კაპიტალდაბანდებისა და კრედიტის მისაღებად. ეცადეთ, ემოციურმა ფონმა გონივრული გადაწყვეტილების მიღებაში არ შეგიშალოთ ხელი.

სასწორი

დღის მთავარი მოვლენა საინტერესო ადამიანთან საუბარია, რომლის დროსაც გაგიჩნდებათ ახალი იდეები. ეცადეთ, ამ ადამიანთან შეხვედრა მომავალშიც მოახერხოთ.

მორიელი

დღეს ყველას მიმართ ზედმეტად მომთხოვნი, კრიტიკული და პრეტენზიული იქნებით. ეცადეთ, არ ჩაერიოთ დისკუსიებში და რაც მთავარია, კორექტულად გამოთქვით საკუთარი მოსაზრებები.

მშვილდოსანი

დღეს უამრავი იდეისა და გეგმის განხორციელება მოგინდებათ. მთავარია, მოინდომოთ და მოთოკოთ ემოციები, რათა საქმეების მოგვარებაში არ შეგეშალოთ ხელი.

თხის რქა

დღეს კითხვებზე მოგიწევთ პასუხების გაცემა. გამოცდა, რევიზია, უბრალო ცნობისმოყვარეობა თუ საყვარელი ადამიანის დაკითხვა მოთმინებით უნდა აიტანოთ და მაქსიმალურად სწორი და იუმორით გაჯერებული პასუხები გასცეთ.

მერწყული

დღეს საკუთარი თავისთვის საჩუქრის გაკეთება მოგინდებათ. სანამ რაიმეს შეიძენდეთ, გადახედეთ თქვენს ფინანსურ მდგომარეობას და რჩევა სპეციალისტებს ჰკითხეთ.

თევზები

კარგი დღეა მგზავრობისა და მოგზაურობის დასაწყებად. დღეს მარტივად მოაგვარებთ პირად და სამსახურებრივ საქმეებს და შეიძლება გადაადგილებაც ამისთვის გახდეს საჭირო.

31 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით

მთვარის ჰოროსკოპი: 31 ოქტომბერი

30 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით