კურო
დღეს ზედმეტი ძალისხმევის გარეშე მიაღწევთ წარმატებას. მოასწარით საჭირო დოკუმენტების გაფორმება; მოლაპარაკებების გამართვა.
ტყუპი
უკეთესი მომავლის იმედი გაგიჩნდებათ; შეიძლება ან საპასუხისმგებლო საქმიანობა ჩაგაბარონ, ან ხელფასი მოგიმატონ. მოერიდეთ ფულის ხარჯვას. მის საეჭვო საქმიანობაში დაბანდებას.
კირჩხიბი
რაც უფრო მეტად იაქტიურებთ, მით მეტ წარმატებას მიაღწევთ. გაგიუმჯობესდებათ ფინანსური მდგომარეობა და დამოკიდებულება გარშემო მყოფებთან.
ლომი
დღე დასამახსოვრებელი იქნება მოულოდნელი შეხვედრებით, სატელეფონო ზარებით, სპონტანური გადაწყვეტილებების მიღებით. სახლში - სტუმრიანობით.
ქალწული
გარშემო მყოფების საქმეების მოგვარებას ნუ იკისრებთ. მხოლოდ დაეხმარეთ. ნუ ჩაერევით ახლობლების საქმეებში. გაღიზიანების გარდა სხვას ვერაფერს გამოიწვევთ მათში.
სასწორი
მოერიდეთ ავანტიურულ და სარისკო ქმედებებს. ემოციებს აყოლილი ნუ მიიღებთ იმპულსურ გადაწყვეტილებებს.
მორიელი
ყველა საქმიანობაში წარმატებას მიაღწევთ. მთავარია, დაისახოთ მიზანი და გვერდით ერთგული ადამიანები გყავდეთ. მოერიდეთ ვალების აღებას და გაუფრთხილდით ჯანმრთელობას.
მშვილდოსანი
უფროსისგან საინტერესო შემოთავაზებას მიიღებთ და უარის თქმა არც გაბედოთ. კეთილსინდისიერად და ყურადღებით თუ იმუშავებთ, ყველაფერი გამოგივათ.
თხის რქა
ნუ იწუწუნებთ, მიიღეთ მოვლენები შეულამაზებლად; დღეს ადრე შესრულებული სამუშაოს შედეგს მიიღებთ.
მერწყული
მეტი ყურადღება მიაქციეთ პირად ცხოვრებას; განწყობის გაუარესების გამო ნუ გაიფუჭებთ დამოკიდებულებას საყვარელ ადამიანთან. გარშემო მყოფების კამათისას ნურავის პოზიციას ნუ დაიჭერთ.
თევზები
ბიზნესმენები ახალი ხელშეკრულებების გაფორმებას შეძლებენ. გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება უცხოელ პარტნიორებთან. ზოგიერთი საკითხის მოსაგვარებლად გამოცდილი მეგობრის კონსულტაცია დაგჭირდებათ.