კურო
კარგი დღეა განმარტოებისთვის, წარსულის გასაანალიზებლად. თუ მოგწყინებათ მეგობრებთან ერთად იმხიარულეთ. ქალი კუროები ეწვიეთ სილამაზის სალონს და შეიცვალეთ ვარცხნილობა.
ტყუპი
რადგან ორშაბათიდან ახალი საქმეების, პროქეტების დაწყებას აპირებთ, დღევანდელი დღე საოჯახო საქმეებს დაუთმეთ. გაანებივრეთ ოჯახის წევრები მზრუნველობით. საღამო კითხვას, ძილს დაუთმეთ.
კირჩხიბი
უმჯობესია, უქმეები შინ, ოჯახის წევრებთან ერთად გაატაროთ. თუ დილას სამსახურის საქმეებს დაუთმოთ, საღამო მაინც გაატარეთ მათთან ერთად. ქალებმა შეიჭერით, შეიღებეთ თმა.
ლომი
დილა ვარჯიშით დაიწყეთ. კარგია სირბილი, ძალისმიერი ვარჯიშების შესრულება. სპორტდარბაზში მოსალოდნელია სასიამოვნო ნაცნობობაც. საღამო საოჯახო საქმიანობას დაუთმეთ; განაახლეთ გარდერობი.
ქალწული
გადადეთ ყველა საქმე, შეხვედრა და დღეს კატასავით დაისვენეთ, - ჭამეთ, გამოიძინეთ, ისეირნეთ. შეეხმიანეთ მხოლოდ იმ ადამიანებს, ვისაც თქვენი კარგ განწყობაზე დაყენება შეუძლია.
სასწორი
დილის საათები საოჯახო საქმიანობას მოანდომეთ. ოჯახის წევრების მიმართ მეტი მზრუნველობა გმართებთ. კარგი დღეა საყიდლებისთვის. ეწვიეთ სალონს, შეიცავლეთ იმიჯი.
მორიელი
დღევანდელი დღე მშვიდ საქმიანობას დაუთმეთ, მეტად დაისვენეთ. მოაწესრიგეთ გარდერობი, სამოსი, ჩამოწერეთ საყიდლების სია. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის.
მშვილდოსანი
საქმეების მიუხედავად, მეტი დრო გაატარეთ ოჯახის წევრებთან და შვილებთან ერთად. კარგი დღეა საყიდლებისთვის. ქალებმა ექსპერიმენტში მიიღეთ მონაწილეობა და თმა უჩვეულო ფერზე შეიღებეთ.
თხის რქა
სასიამოვნო ურთიერთობის დღეა. შეეხმიანეთ მეგობრებს; იაქტიურეთ სოციალურ ქსელებში. მეტად გამოავლინეთ ერუდიცია, ორატორული თვისებები. კოსმეტიკური პროცესები, მასაჟი განწყობას გაგიუმჯობესებთ.
მერწყული
მოგვარეთ ფინანსური საკითხები. ჩამოწერეთ საყიდლების, ხარჯის, მევალეების სია. საღამო საყვარელ ადამიანთან ან მეგობრებთან ერთად კინოში ან კაფეში შეიარეთ.
თევზები
გამოიძინეთ, მიირთვით არომატული ყავა, მშვიდად მოაწესრიგეთ საოჯახო საკითხები. შეხმიანეთ მეგობრებს. საღამოს საყვარელ ადამიანთან ერთად გაისეირნეთ. მარტოხელებმა - მეგობრებთან ერთად. კარგი დღეა სალონში ვიზიტისთვის.