12 ნოემბერი, მთვარის ოცდამეერთე დღე

12 ნოემბერი, მთვარის ოცდამეერთე დღე

კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; გუნდური მუშაობისთვის; ვაჭრობისთვის.

ამ დღეს შეიძლება ”მეგობრობის დღე” ვუწოდოთ. კარგია საერთო მიზნისთვის გაერთიანება, მომავლის დასახვა.

კარგია მგზავრობა (მაგრამ მხოლოდ სახმელეთო ტრანსპორტით), მივლინება; საქმიანობის შეცვლა.

მოაგვარეთ საოჯახო საქმეები; დაისვენეთ.

კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ერთგულების ფიცის დასადებად.

ალკოჰოლის მცირე დოზით მიღება სასარგებლოა.

თმის შეჭრა სილამაზესა და კეთილდღეობას შეგმატებთ.

ამ დღეს დაბადებული ბავშვი შრომისმოყვარე და თავშეკავებული იქნება.

კარგი დღეა მავნე ჩვევებისგან გასათავისუფლებლად. ნუ გადატვირთავთ ღვიძლს. გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე.

ამ დღის ქვებია: ობსიდიანი, ცირკონი და ავანტიურინი.

მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 20:38

სამედიცინო რეკომენდაციები - მთვარე კირჩხიბში

ამ დღის რთული ორგანო კუჭია. მოერიდეთ ოპერაციებსა და მკურნალობის დაწყებას კუჭზე, ნაღვლის ბუშტზე, მკერდზე, ლიმფურ სისტემაზე, საშვილოსნოზე.

მოერიდეთ ალკოჰოლს, ქიმიური პრეპარატების მიღებას.

კარგია ორგანიზმის გაწმენდა მარილებისა და წიდებისაგან.

ნუ მიირთმევთ მძიმე საკვებს.

კარგი დღეა კბილების სამკურნალოდ.

ივარჯიშეთ, რათა გაგიუმჯობესდეთ ხერხემლისა და სახსრების მდგომარეობა.

31 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით

მთვარის ჰოროსკოპი: 31 ოქტომბერი

30 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით