12 ნოემბერი, მთვარის ოცდამესამე დღე: დღეს გაწყვეტილი კავშირები არასოდეს აღდგება

12 ნოემბერი, მთვარის ოცდამესამე დღე: დღეს გაწყვეტილი კავშირები არასოდეს აღდგება

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 23:44-ზე და გაგრძელდება 13 ნოემბერს, ოთხშაბათს, მთვარე ქალწულში გადავა 03:53-ზე

რეკომენდებულია: მონანიება, მიტევება, მარხვა. სახლის განწმენდა და დალოცვა. კარგია ყველაფერი ზედმეტის მოშორება.

ჯანმრთელობა: იმუნური სისტემა დასუსტებულია. გაუფრთხილდით ხერხემალს. მოერიდეთ ქირურგიული ჩარევას.

კვება: უარი თქვით ხორცზე, ყავასა და ალკოჰოლზე. ჭარბმა კვებამ შესაძლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებები გამოიწვიოს.

არ არის რეკომენდებული: მოლაპარაკებების წარმოება. აზრებისა და იდეების სხვებისთვის გაზიარება.

მოგზაურობა: უმჯობესია ამ დღეს არ დაგეგმოთ გრძელი მოგზაურობები.

ურთიერთობები: არ არის კარგი დრო ოჯახის შესაქმნელად. კარგია განქორწინება, უსიამოვნო პროცედურა სწრაფი და უმტკივნეულო იქნება. ამ დღეს გაწყვეტილი კავშირები არასოდეს აღდგება და ადამიანები ძალიან სწრაფად ივიწყებენ ერთმანეთს.

დღის მინერალები: რაუხტოპაზი, შავი ნეფრიტი.

  • მთვარე ქალწულშია

იოლია ინტელექტუალური საქმიანობა, შეგიძლიათ დაიწყოთ მნიშვნელოვანი საქმეები.

აქტიური ორგანოები: საჭმლის მომნელებელი სისტემა, ნერვები, ელენთა, პანკრეასი, სისხლის მიმოქცევის სისტემა.

კვება: უმჯობესია თავი შეიკავოთ დიდი რაოდენობით ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების მიღებაზე. იმატებს მარილიანი საკვების მიღების სურვილი.

საოჯახო საქმეები: კარგია სამზარეულოს დასუფთავება, საყოფაცხოვრებო ტექნიკის შეკეთება, დაუთოება.

კოსმეტიკური პროცედურები: თუ გსურთ, რომ თმა სწრაფად გაიზარდოს და შეინარჩუნოს ფორმა, მაშინ ეწვიეთ სალონს. კარგია თმის დახვევა და შეღებვა. გაიკეთეთ მასაჟი, სახის ნიღაბი და მანიკიური.