12 ნოემბერს დაბადებული ადამიანის მიმართ შესაძლოა საზოგადოება აგრესიით განიმსჭვალოს

12 ნოემბერს დაბადებული ადამიანის მიმართ შესაძლოა საზოგადოება აგრესიით განიმსჭვალოს

ნოემბერი ძველრომაული კალენდრით მეცხრე, ხოლო გრეგორიანული კალენდრით მეთერთმეტე თვეა. მისი სახელწოდებაც სწორედ ცხრიანს უკავშირდება (ლათ. novem — ცხრა). ქართული წარმართული კალენდრის — ტირისკონის მიხედვით ნოემბერს ყველაზე გავრცელებულ სახელწოდებასთან – გიორგობისთვესთან ერთად, სხვაგვარად ჭინკობისთვედაც მოიხსენიებდნენ. ასტროლოგიური კუთხით ნოემბერი ორ აბსოლუტურად განსხვავებულ ნიშანს აერთიანებს: ვნებიან, ექსპანსიურ, ღრმად ემოციურ მორიელსა და იდეალისტ, მაწანწალა, მხიარულ მშვილდოსანს, რომელიც კენტავრის გაორებული ბუნების გამო ხშირად იცვლის მიზნებს და შეხედულებებს, რაც არამც და არამც არ ახასიათებს მიზანმიმართულ და პრინციპულ მორიელს.

  • როგორია 12 ნოემბერს დაბადებული ადამიანი

12 ნოემბერს დაბადებული ადამიანები, ძალზე ხშირად არიან დაჯილდოებულნი რაიმე განსაკუთრებული ნიჭით. იქნება ეს ლიტერატურა, ეზოთერიკა, მუსიკა, მხატვრობა თუ სამსახიობო ხელოვნება. ისინი ყოველთვის ახერხებენ გამოირჩეოდნენ სხვებისგან და საზოგადოება აალაპარაკონ საკუთარი შესაძლებლობებზე. თუმცა, მათ მოეთხოვებათ აკონტროლონ ეგოიზმის დონე ხასიათში, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ მიმართ შესაძლოა საზოგადოება აგრესიით განიმსჭვალოს.