ოთხშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 23:44-ზე, მთვარე ქალწულში გადავა 03:53-ზე
რეკომენდებულია: მონანიება, მიტევება, მარხვა. სახლის განწმენდა და დალოცვა. კარგია ყველაფერი ზედმეტის მოშორება. იმუნური სისტემა დასუსტებულია. გაუფრთხილდით ხერხემალს. მოერიდეთ ქირურგიული ჩარევას. უარი თქვით ხორცზე, ყავასა და ალკოჰოლზე. ჭარბმა კვებამ შესაძლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებები გამოიწვიოს. არ არის რეკომენდებული: მოლაპარაკებების წარმოება. აზრებისა და იდეების სხვებისთვის გაზიარება. უმჯობესია ამ დღეს არ დაგეგმოთ გრძელი მოგზაურობები. არ არის კარგი დრო ოჯახის შესაქმნელად. კარგია განქორწინება, უსიამოვნო პროცედურა სწრაფი და უმტკივნეულო იქნება. ამ დღეს გაწყვეტილი კავშირები არასოდეს აღდგება და ადამიანები ძალიან სწრაფად ივიწყებენ ერთმანეთს.
ვერძი
გარშემომყოფებისგან შესაძლო პროვოკაციების მიმართ მაქსიმალურად მშვიდად უნდა იყოთ: შესაძლოა, მათ თქვენი გაღიზიანება სურდეთ, რათა თქვენი მოთმინება გამოცადონ.
კურო
თუ საჭიროდ თვლით, საყვარელ ადამიანთან დაპირისპირება სხვა დროისთვის გადადეთ. დღეს არაფერი გამოვა, გარდა ჩხუბისა, რომელიც შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს.
ტყუპი
თქვენს ყურამდე მოსულ ჭორებზე ნუ რეაგირებთ: შეუძლებელია ადამიანების ჭორაობის შეჩერება, მაგრამ მათ სიტყვებზე ნერვების დახარჯვა უაზროა - სასურველ შედეგს ვერ მიიღებთ.
კირჩხიბი
თუ თავს ცუდად გრძნობთ, ნუ იჩქარებთ ექიმთან ვიზიტზე ჩაწერას: სავარაუდოდ, თქვენი მდგომარეობა დაღლილობის ბრალია, რაც ნიშნავს, რომ პრობლემები გვერდზე უნდა გადადოთ და დაისვენოთ.
ლომი
არასასიამოვნო ადამიანთან ურთიერთობა არა მხოლოდ სერიოზულად გაგიფუჭებთ განწყობას, არამედ სამუშაოსთვის საჭირო ძვირფას ენერგიასაც წაგართმევთ, ამიტომ სასურველია - თუ შესაძლებელია, რა თქმა უნდა - თავი აარიდოთ მათ.
ქალწული
დამატებითი ფულის შოვნის ნებისმიერ შეთავაზებას, განსაკუთრებით თუ ის პრაქტიკულად არანაირ ძალისხმევას არ მოითხოვს, სიფრთხილით უნდა მოეკიდოთ, თაღლითობის მსხვერპლი რომ არ გახდეთ.
სასწორი
დღეს ისევე როგორც სხვა დღეებში, მნიშვნელოვანია, რომ მაქსიმალურად ფრთხილი იყოთ თქვენი პროფესიული და პირადი განზრახვების შესახებ და ყველაფერი გააკეთოთ იმისათვის, რომ ისინი რაც შეიძლება სწრაფად იქცეს რეალობად.
მორიელი
ნუ ჩაერევით სხვის პირად ცხოვრებაში, მაშინაც კი, თუ ისინი გთხოვენ: იპოვეთ დამაჯერებელი საბაბი უარის სათქმელად და თავიდან აიცილებთ ნებისმიერ პრობლემას, რომელიც შეიძლება წარმოიშვას.
მშვილდოსანი
მაღალია რისკი, რომ ემოციების გავლენით, სხვებისთვის უსიამოვნო რამ თქვათ - ამიტომ აუცილებელია, როგორც არ უნდა განვითარდეს გარემოებები, შეინარჩუნოთ სიმშვიდე და თავიდან აიცილოთ ნერვიულობა.
თხის რქა
დღეს - როგორც ყოველთვის, მნიშვნელოვანია, ყურადღებით იყოთ თქვენი სიტყვების მიმართ, წინააღმდეგ შემთხვევაში მოგვიანებით ინანებთ თქვენს დაუდევარ განცხადებებს და ვერ შეძლებთ სიტუაციის გამოსწორებას.
მერწყული
უმჯობესია თავი აარიდოთ მნიშვნელოვან ფინანსურ ტრანზაქციებს: დაუდევრობით დაშვებულმა პატარა შეცდომამაც კი შეიძლება საპირისპირო შედეგი გამოიწვიოს იმისა, რასაც ელოდით.
თევზები
მოერიდეთ გულახდილ, პირად საუბრებს იმ ადამიანებთან, რომლებსაც კარგად არ იცნობთ: შესაძლოა, მათ ცდუნება გაუჩნდეთ, თქვენი აღსარება გაასაჯაროონ.