შაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 19:18-ზე, მთვარე კირჩხიბში იქნება 04:22-ზე
საშიში, ე.წ. სატანური დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობა. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. ამ დღის რთული ორგანო კუჭია. მოერიდეთ ოპერაციებსა და მკურნალობის დაწყებას კუჭზე, ნაღვლის ბუშტზე, მკერდზე, ლიმფურ სისტემაზე, საშვილოსნოზე.
ვერძი: ვალდებულებებს რომ გაუმკლავდეთ, დილიდან შეადგინეთ სამოქმედო გეგმა. იყავით დაკვირებული ფულთან, მგზავრობისას. საღამოს არ დაიტვირთოთ რთული ვალებულებებით.
კურო: დილა ფიზიკურად აქტიურ საქმეებს უნდა დაუთმოთ. შეცდომები რომ არ დაუშვათ, რჩევა გამოცდილ ადამიანებს, პროფესიონალებს ჰკითხეთ. იყავით დიპლომატიური.
ტყუპი: მეტი დრო დაუთმეთ რუტინული საქმეების მოგვარებას. გაიხსენეთ ექიმის რეკომენდაციები და ეცადეთ, შეასრულოთ, აგრეთვე, ზომიერება დაიცვათ ყველაფერში.
კირჩხიბი: შეინარჩუნეთ წესრიგი საქმეებში, ჰარმონიული დამოკიდებულება გარშემო ყოფებთან. საღამო დაუთმეთ შემოქმედებითი იდეების განხორციელებას.
ლომი: დააკვირდით გარშემო მყოფებს, მოვლენებს. ყველაფერი შეიძლება სწრაფად შეიცვალოს და თქვენც ფეხი უნდა აუწყოთ სიახლეებს. საღამო ოჯახის წევრებთან ერთად გაატარეთ.
ქალწული: ყველა საქმის მოგვარებას დღეს ნუ დაგეგმავთ. დრო ისე გადაანაწილეთ, რომ დასვენებაც მოახერხოთ. მეტად მოუფრთხილდით პირად ნივთებს, საბუთებს.
სასწორი: სიახლეების, მიმოსვლის, ცოდნის გაზიარების დღეა. მგზავრობისას გაიცნობთ საინტერესო ადამიანებს. ზოგიერთმა შეიძლება გიდის როლი მოირგოთ.
მორიელი: ხშირად შეგეცვლებათ შეხედულებები, გემოვნება. ნუ შეიძენთ ძვირად ღირებულ ნივთებს, ისინი შეიძლება ცოტა ხანში აღარ მოგეწონოთ.
მშვილდოსანი: მეტად დაისვენეთ, გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე, შეხვდით თქვენთვის საინტერესო ადამიანებს; გულახდილი საუბრები განწყობას გაგიუმჯობესებთ.
თხის რქა: დილა დასვენებას, გამოძინებას დაუთმეთ. დღეს მხოლოდ აუცილებელი საქმეები მოაგვარეთ. საღამოს შეეხმიანეთ მეგობრებს.
მერწყული: იზრუნეთ ბინის კეთილმოწყობაზე, გააუმჯობესთ დამოკიდებულება მშობლებთან. მეტი დრო დაუთმეთ საოჯახო საქმეების მოგვარებას.
თევზები: გარშემო მყოფებს იმედი რომ არ გაუცრუოთ, არაფერს დაპირდეთ. გაიცნობთ საინტერესო ადამიანებს, რომლებთან საუბრის დროსაც მიიღებთ საჭირო ცნობებს, დაგებადებათ ახალი იდეები.