12 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

12 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

კურო

დღეს საქმეებს თქვენს სასარგებლოდ მოაგვარებთ და ლიდერის პოზიციასაც დაიკავებთ. მთავარია არ მოდუნდეთ, იყოთ გამბედავი და მიზანსწრაფული.

ტყუპი

ენერგიული და კრეატიული ხართ. დღეს ბევრი საქმის დაწყებას მოახერხებთ. თუმცა, უმჯობესია, ზოგიერთი მაინც მიიყვანოთ ბოლომდე.

კირჩხიბი

დღეს ფინანსური საკითხების მოგვარებით იქნებით დაკავებული. მოერიდეთ თქვენთვის უჩვეულო, ექსტრავაგანტურ ქმედებებს. საღამოს მეგობრებთან ერთად მხიარულება გელით.

ლომი

ყველას თქვენთვის მოუნდება გულის გადაშლა, გეგმების განხილვა. მათ მიმართ თქვენც ყურადღებიანი უნდა იყოთ. უფრო მეტიც, მოიკითხეთ ნათესავები, მეგობრები.

ქალწული

დღეს უნდა გააუმჯობესეთ ყველა საქმე, ურთიერთობა. კარგი დღეა საოჯახო საქმიანობისთვის. მეტი ყურადღება მიაქციეთ მშობლებს.

სასწორი

ყველა დეტალი კარგად გაანალიზეთ. ზედმეტმა თავდაჯერებულობამ შეიძლება ზიანი მოგაყენოთ.

მორიელი

კარგი დღეა აქვთ შემოქმედებით მორიელებს. კარგი დღეა გეგმების, იდეების განსახორციელებლად. მოერიდეთ ისეთ ადამიანებს, ვინც რაღაცას გიმალავთ, თქვენთან ბოლომდე გახსნილი არაა.

მშვილდოსანი

დღეს ახალ, საინტერესო საქმიან შემოთავაზებებს მიიღებთ და მათი შესრულება დაუყოვნებლივ მოგინდებათ. კარგი დღეა წარსულის გასაანალიზებლად, დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად.

თხის რქა

დილიდანვე დააწყვეთ სამოქმედო გეგმა. ყველა საქმეს ერთდროულად ნუ შეეჭიდებით. დღეს ბევრ რამეზე შეგეცვლებათ წარმოდგენა, ბევრ რამეს სხვა თვალით შეხედავთ.

მერწყული

დატვირთული დღე გელით. საქმიანი შეხვედრები, ახალი იდეების განხილვა, ეს ყველაფერი ბევრ ენერგიასა და დროს მოითხოვს. საღამო მშვიდ გარემოში გაატარეთ. სახლშიც ნუ მუშავებთ.

თევზები

დღეს ყველას დახმარება, ყველაზე მზრუნველობა მოგინდებათ. ეცადეთ, ზედმეტად არ ჩაერიოთ გარშემო მყოფთა პირად ცხოვრებაში, არ მოახვიოთ მათ თავს თქვენი აზრები.

31 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით

მთვარის ჰოროსკოპი: 31 ოქტომბერი

30 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით