ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 19:23-ზე, მთვარე კუროშია
არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
ვერძი: მოერიდეთ იმპულსურ ქმედებას, დაუფიქრებელი ნაბიჯის გადადგმას. მოგინდებათ თავისუფლების შეგრძნება, მაგრამ გადაწყვეტილებებს პარტნიორთან შეთანხმების გარეშე ნუ მიიღებთ.
კურო: ნუ გაჯიუტდებით, მოთმინებით აღიჭურვეთ და მშვიდად მიიღეთ სიახლეები. ნუ გადადებთ საუბარს საქმიან პარტნიორებთან, ერთად და გააზრებულად მოაგვარეთ სირთულეები.
ტყუპი: საკუთარი უამრავი საქმე და ვალდებულება გექნებათ შესასრულებელი და სხვების გასაკეთებელს თქვენ ნუ ითავებთ. კარგი იქნება, თუ იზრუნებთ საკუთარ ჯანმრთელობაზე.
კირჩხიბი: პარტნიორებთან ერთად შეთანხმებულად იმუშავეთ. გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა და ეს შეიძლება იყოს ფულადი პრემია კარგად შესრულებული საქმისთვის.
ლომი: უამრავი საქმე გელოდებათ სახლშიც და სამსახურშიც. იყავით დაკვირვებული უმნიშვნელო წვრილმანების მიმართაც კი. ზედმეტი ემოციებითა და ამბიციებით არ გაიფუჭოთ დამოკიდებულება საქმიან პარტნიორებთან.
ქალწული: დაკვირვებული და თანამიმდევრული უნდა იყოთ, აჩქარებით ყველაფერს გააფუჭებთ. შეიძინეთ მხოლოდ ის ნივთები, რაც აუცილებელია თქვენთვის, თქვენი შრომის შესამსუბუქებლად.
სასწორი: საქმიანი შეხვედრების დღეა. დააკვირდით, რას ითხოვენ თქვენგან გარშემო მყოფები. თუ გონივრულად იმოქმედებთ, ყველაზე ჭირვეულ ადამიანთანაც კი მიაღწევთ კომპრომისს.
მორიელი: დაარეგულირეთ სამუშაო გრაფიკი, ნუ აიღებთ საკუთარ თავზე ზედმეტ ვალდებულებას. საქმეები გარშემო მყოფებსაც გადაუნაწილეთ. გაფრთხილდით, არ გაცივდეთ.
მშვილდოსანი: საქმეების მოგვარების, რეორგანიზაციის დროა. გააუმჯობესეთ დამოკიდებულება მეგობრებთან, საქმიან პარტნიორებთან. იყავით ღიმილიანი და მეგობრული. არ გირჩევთ ცინიზმს.
თხის რქა: იყავით დაკვირებული მუშაობისას, დეტალებისადმი. მოაგვარეთ უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები. საღამო ოჯახის წევრების გვერდით გაატარეთ, მათი მზრუნველობა შეუფასებელია.
მერწყული: მოაგვარეთ ის საქმეები, რაც გადადებული გქონდათ და სხვებსაც დაეხმარეთ გამარჯვების მიღწევაში. მიუბრუნდით ძველ პროექტებებს, განაახლეთ სწავლა.
თევზები: მიუბრუნდით გადადებულ შემოქმედებით იდეებს, რაც წარმატებასაც მოგიტანთ და ფულსაც. მოერიდეთ პრეტენზიების გამოთქმას საეჭვო ვითარებაში, არ იცით, ვინ გისმენთ, სად და როგორ მიიტანენ თქვენს ნათქვამს.