ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 04:46-ზე, მთვარე ქალწულშია
ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. მეტად გამოიჩენთ ყურადღებას ჯანმრთელობის მიმართ. მოსაფრთხილებლია ნაწლავები. ეცადეთ, სწორად იკვებოთ. კარგია სახლის, პირადი ნივთების დალაგება.
ვერძი
სამსახურში ცვლილებები საინტერესო შესაძლებლობებს მოგიტანთ. არ გაუშვათ ხელიდან შანსი, იმოქმედეთ სწრაფად. დღე ხელსაყრელია მოსაწყენი ან უსიამოვნო ამოცანების შესასრულებლად, დაწყებულების დასასრულებლად. შეიძინეთ სპორტდარბაზის ან აუზის აბონემენტი, დაიწყეთ სწორი კვება.
კურო
გამოხატეთ თქვენი გრძნობები, რაც დაფასება ან საჩუქრით, ან კომპლიმენტით, ან თავად გააოცეთ თქვენი საყვარელი ადამიანი. ყურადღება მიაქციეთ იმას, რაც დღეს თქვენ გარშემო ხდება; მინიშნებებსაც. იმოქმედეთ უფრო კონკრეტულად თქვენი მიზნის და წარმატების მისააღწევად.
ტყუპი
ძალისა და ენერგიის შესანარჩუნებლად მეტი დასვენება და ყურადღების სასიამოვნო საქმიანობაზე გადატანა გჭირდებათ. დაისვენეთ რთული თემისგან, ესაუბრეთ კოლეგებს, მუშაობისას გამოიყენეთ არასტანდარტული მეთოდები. შეეცადეთ შეინარჩუნოთ კარგი განწყობა მთელი დღის განმავლობაში.
კირჩხიბი
რაც უფრო აქტიური იქნებით, მით უფრო წარმატებული იქნება თქვენი დღე. ნუ იჯდებით ოთხ კედელში, ეწვიეთ ახალ ადგილებს, დაესწარით ღონისძიებებს, შეხვდით საინტერესო და საჭირო ადამიანებს. ასევე შეეცადეთ გამოავლინოთ თქვენი ნიჭი და გააჟღეროთ თქვენი იდეები, ეს დაგეხმარებათ თქვენს საქმიანობაში.
ლომი
დღის პირველ ნახევარში ყურადღება უნდა მიაქციოთ ყოველდღიურ საკითხებს და პირად თემებს. შუადღის შემდეგ შეგიძლიათ შეასრულოთ სერიოზული სამუშაო და მოაგვაროთ რთული საკითხები. საღამოს საყვარელ ადამიანებთან გულახდილი საუბარი აღგიდგენთ სიმშვიდეს.
ქალწული
შესაფერისი დღეა, რომ მიანიშნოთ მენეჯერს თქვენი დაწინაურების ან ხელფასის გაზრდის შესახებ. რთულ სიტუაციებშიც მოახერხებთ კომპრომისების პოვნას: ისარგებლეთ ამით და მშვიდობა დაამყარეთ იმ ადამიანთან, ვისთანაც ურთიერთობა სერიოზულად დაზიანდა.
სასწორი
იოცნებეთ მომავალზე, წარმოიდგინეთ თქვენი სურვილები: ამ გზით თქვენ შეძლებთ სწრაფად დაასრულოთ ძველი, დიდი ხნის დაწყებული ამოცანები და დაიწყოთ რაიმე ახალი და საინტერესო. საღამოს მოიწვიე თქვენი საყვარელი ადამიანი პაემანზე, მოუყევი მას თქვენი გრძნობების შესახებ. სამსახურში არსებულ პრობლემებს დაკვირვებით მიუდექით.
მორიელი
შეამცირეთ თქვენი აქტივობის დონე და მოლოდინები, გაატარეთ დღე მშვიდად. შეასრულეთ თქვენი სამუშაო მოვალეობები თქვენთვის მოსახერხებელი ტემპით, არ იჩქაროთ. ვარსკვლავები გვირჩევენ, მადლიერი იყოთ მათი, ვინც ყოველთვის მხარს გიჭერთ და გეხმარებათ წინსვლაში.
მშვილდოსანი
მიიღებთ მნიშვნელოვან სიახლეებს, რომლებიც გავლენას მოახდენს თქვენს გეგმებზე. ნუ გაჩუმდებით, თუ რაიმეთი არ ხართ კმაყოფილი, გამოხატეთ თქვენი აზრი. თქვენი აქტიური პოზიცია თვითშეფასებას აგიმაღლებთ. საღამოს ახლობლებისგან ელოდეთ სასიამოვნო სიურპრიზს.
თხის რქა
მოაგვარეთ მოსაწყენი, ყოველდღიური ამოცანები. იმოქმედეთ შემოქმედებითად, გამოიყენეთ არასტანდარტული მეთოდები. არ უნდა აიღოთ ერთდროულად რამდენიმე დავალება. განიხილეთ გაჩენილი საკითხები ეტაპობრივად. სასარგებლოა საღამოს მშვიდ, სახლის გარემოში გატარება, დასვენება და გამოჯანმრთელება.
მერწყული
რაც უფრო მეტ ადამიანს დაუკავშირდებით და შეხვდებით, მით უფრო მაღალია თქვენი საქმეებისა და ურთიერთობების გაუმჯობესების შანსი. საუბარში იყავით ტაქტიანი, გამოიჩინეთ ინტერესი, მაგრამ არ განახორციელოთ ზეწოლა თანამოსაუბრეზე. უმჯობესია შოპინგი გადადოთ: დღეს შეძენილი ნივთები სიამოვნებას არ მოგიტანთ.
თევზები
ეცადეთ უსიამოვნო სამუშაო ვადაზე ადრე დაასრულეთ, რათა დაისვენოთ და სასიამოვნო საქმეები გააკეთოთ. სხვებთან საუბარი ან კამათი ხანმოკლე უნდა იყოს, არ გასცეთ პასუხები, თუ არ ხართ დარწმუნებული. ახალმა ნაცნობებმა შეიძლება იმედი გაგიცრუონ; ნუ იქნებით გულწრფელი ყველასთან.