12 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

12 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

კურო

კარგი დღეა უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მისაღებად. დროა დაეხმაროთ მათ, ვინც ოდესღაც დახმარების ხელი გამოგიწოდათ. მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. მოსალოდნელია, ახალი რომანტიკული ურთიერთობის დაწყება.

ტყუპი

დღეს უამრავ საქმეს შეასრულებთ. თქვენს ცხოვრებაში გამოჩნდება ადამიანი, რომელიც დაგროვილი პრობლემების მოგვარებაში დაგეხმარებათ. მოსალოდნელია რომანტიკული ნაცნობობა უცხოელთან, ან თქვენგან შორს მცხოვრებ ადამიანთან.

კირჩხიბი

მოერიდეთ ახალი საქმეების, პროექტების დაწყებას. თუმცა, მეტი ყურადღება გმართებთ უკვე მიმდინარე საკითხებთან. არ იკამათოთ საყვარელ ადამიანთან. ძილის წინ მიიღეთ თბილი შხაპი, დალიეთ ბალახების ჩაი და რაც მთავარია, დროზე დაიძინეთ.

ლომი

არ დაგეგმოთ მნიშვნელოვანი (რომანტიკული, საქმიანი) შეხვედრები. მოერიდეთ კამათს გარშემო მყოფებთან, მომავალში მათთან შერიგება გაგიჭირდებათ. სიფრთხილე გმართებთ მგზავრობისას.

ქალწული

სამსახურის საქმეები თქვენგან მეტ ყურადღებას მოითხოვს. არაფერი გამოგრჩეთ, დაგავიწყდეთ. დაძაბული დღის შემდეგ განწყობას ნათესავებთან, მეგობრებთან შეხვედრა გამოგისწორებთ. მზრუნველობა არ მოაკლოთ საყვარელ ადამიანს.

სასწორი

მოერიდეთ კამათს ასაკოვან ადამიანებთან. შესაძლოა, გაგანაწყენონ ახლობელმა ადამიანებმა. კარგი დღეა უცხოელ მეგობრებთან, კოლეგებთან შესახვედრად. სიფრთხილე გმართებთ საოჯახო ქიმიასთან.

მორიელი

საქმიანი შეხვედრები და გადაუდებელი საქმეები დღის პირველ ნახევარში დაგეგმეთ. მეგობრების დახმარებით ყველა პრობლემას მოაგვარებთ. მარტოხელებს რომანტიკული ნაცნობობა ელით.

მშვილდოსანი

მუშაობისას მშვიდად და გააზრებულად იმოქმედეთ. დღეს უყურადღებოდ ნუ დატოვებთ ბავშვებს. ზოგიერთს რომანტიკული ნაცნობობა ელის უცხოელთან, ან თქვენგან შორს მცხოვრებ ადამიანთან.

თხის რქა

არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. უმჯობესია დაისვენოთ. ზოგიერთს დიდი ხნის ვალს დაუბრუნებენ, ან ადრე შესრულებული სამუშაოს ანაზღაურებას აიღებთ. ადრე დაწექით დასაძინებლად.

მერწყული

მოერიდეთ ახალი პროექტების დაწყებას. სხვა დროისთვის გადადეთ საქმიანი შეხვედრები. აკონტროლეთ ემოციები. სიფრთხილე გმართებთ მგზავრობისას.

თევზები

გაუფრთხილდით ჯანმრთელობას. უფროსთან უსიამოვნო საუბარი თქვენი გამარჯვებით დასრულდება. მეტი მზრუნველობა გმართებთ საყვარელი ადამიანის მიმართ.

31 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით

მთვარის ჰოროსკოპი: 31 ოქტომბერი

30 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით