სექტემბერი (ლათ. September) შემოდგომის პირველი თვეა. მისი სახელწოდება მოდის ლათინური სიტყვიდან septem – შვიდი, გამომდინარე იქიდან, რომ ძველრომაული კალენდრით ასტროლოგიურად სექტემბრის თვე ორ ზოდიაქოს ნიშანს აერთიანებს – ქალწულსა და სასწორს. ამ ორ – მიწისა და ჰაერის სტიქიის წარმომადგენელს შორის საერთო, დახვეწილი გემოვნება და ესთეტიკური ხედვის ნიჭია. თუმცა, ქალწულის პრაქტიკულობას ხშირად აკლია სასწორისეული შემოქმედებითი ხედვა, სასწორის მერყევ ბუნებას კი ქალწულისთვის დამახასიათებელი ლოგიკური ანალიზის უნარი. თუ ისე მოხდა, რომ რომელიმე ამ ზოდიაქოს ნიშნის გავლენა მეორეზეც ვრცელდება გარკვეული პლანეტარული განლაგების მიხედვით, ვიღებთ ფრიად შესანიშნავ ასტროლოგიურ "ჰიბრიდს".
12 სექტემბერს დაბადებული ადამიანები კომუნიკაბელურობით და ცნობისმოყვარე ხასიათით გამოირჩევიან. მათთვის იოლია სხვადასხვა კატეგორიისა და მსოფლმხედველობის ხალხთან ურთიერთობა, რის ხარჯზეც ისინი კარგად ახერხებენ კარიერა გაიკეთონ ისეთ სფეროში როგორიცაა პიარი, მარკეტინგი ან ჟურნალისტიკა.