პარასკევი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 20:51-ზე
რეკომენდებულია: ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. კარგია ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საქმეები. არ ჩამოშორდეთ ჯგუფს და არ შეეწინააღმდეგოთ ჯგუფის წევრებს. წვრილმანები და უმნიშვნელო საკითხები ნუ გაგაფანტავთ ყურადღებას. მოუფრთხილდით ღვიძლს. ივარჯიშეთ, იყავით სუფთა ჰაერზე. ყველაფერი შეიძლება მიირთვათ, მთავარია ღვიძლი არ გადაიტვირთოთ, აი ტკბილეულს კი მოერიდეთ.
ვერძი
მიუხედავად იმისა, რომ ენერგიის ნაკლებობას არ განიცდით, ის ფრთხილად და ეკონომიურად უნდა დახარჯოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება არ გქონდეთ საკმარისი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხების გადასაჭრელად.
კურო
სხვა ადამიანების პრობლემების მოგვარების სურვილის მიუხედავად, დღეს პირველ რიგში საკუთარ საქმეებზე უნდა გაამახვილოთ ყურადღება, წინააღმდეგ შემთხვევაში სერიოზული რისკის წინაშე დადგებით.
ტყუპი
მიზნის მიღწევის გადაწყვეტილება თუ მიიღეთ, ეცადეთ, აღარ დაიხიოთ უკან, რადგან თუ დღეს ერთი საქმიდან მეორეზე გადახვალთ, ნაკლებად სავარაუდოა, რომ წინ წახვიდეთ.
კირჩხიბი
კარგი დღეა ნივთების გასაყიდად. თუ უძრავი ქონების გაყიდვა გსურდათ, მოულოდნელად გამოჩნდება მყიდველი, რომელიც ღირსეულ თანხას გადაგიხდით.
ლომი
გლობალური პროფესიული პროექტი, რომელსაც დღეს დაიწყებთ, არა მხოლოდ თქვენი უფროსების მოწონებას და ფულად ჯილდოს, არამედ, რაც მთავარია, სრულ მორალურ კმაყოფილებას მოგიტანთ.
ქალწული
სამსახურში შეიძლება მოგთხოვონ კოლეგის შეცვლა, რომელიც ავადაა ან რომელმაც ვერ შეასრულა დავალება - დათანხმებით, შესაძლებლობა მოგეცემათ, აჩვენოთ თქვენი პროფესიული კომპეტენცია.
სასწორი
თუ კონფლიქტურ სიტუაციაში აღმოჩნდებით, არ უნდა ეცადოთ ნებისმიერ ფასად დაამტკიცოთ თქვენი საქმე - ჩხუბი კარგს არაფერს გამოიწვევს, ამიტომ უმჯობესია დიპლომატიური იყოთ და გონივრულ დათმობებზე წახვიდეთ.
მორიელი
ვარსკვლავები გპირდებიან წარმატებას ყველა სფეროში - როგორც პროფესიულ, ასევე პირად: უნდა ისარგებლოთ ხელსაყრელი გარემოებებით და მოაგვაროთ დიდი ხნის დაგროვილი საკითხები.
მშვილდოსანი
უნდა გამოიყენოთ ნებისმიერი შესაძლებლობა, რათა საუკეთესოდ წარმოაჩინოთ თავი კოლეგების და - განსაკუთრებით! - უფროსების წინაშე, რომლებსაც შეიძლება არც კი ეპარებოდათ ეჭვი თქვენს ნიჭიერებაში.
თხის რქა
უნდა მოერიდოთ იმ ადამიანებს, რომლებიც ფინანსურ თაღლითობაში გითრევენ, გპირდებიან ოქროს მთებს. ზარალი, როგორც ხშირად ხდება ასეთ შემთხვევებში, მნიშვნელოვნად გადააჭარბებს მოგებას.
მერწყული
დღეს შეგიძლიათ დაგეგმოთ ნებისმიერი სირთულის პროფესიული ამოცანა. თქვენ შეძლებთ მათ წარმატებით შესრულებას, რაც დაიმსახურებს თქვენი უფროსების აღფრთოვანებას და... კოლეგების შურს.
თევზები
შესაძლოა, შემოგთავაზონ ახალი თანამდებობა, რომლის დასაკავებლად მორალურად მზად არ იქნებით - თუმცა, თუ არ დათანხმდებით, ვერასდროს გაიგებთ, მზად იყავით თუ არა. ამიტომ, ღირს გარისკოთ.