12 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

12 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

კურო

კონფლიქტების გამო გაგიჭირდებათ საქმეების დროზე დასრულება. ნუ წამოიწყებთ სარემონტო სამუშაოებს. სიფრთხილე გმართებთ მგზავრობისას. კარგი დღეა წარსულის გასაანალიზებლად, შეცდომების გამოსასწორებლად და ძველი პარტნიორის დასაბრუნებლად.

ტყუპი

ბოლომდე გაერკვიეთ საქმეებში და ისე გამოიტანეთ დასკვნები. მოლაპარაკებებისას გაითვალისწინეთ პარტნიორის მოსაზრება და შეთანხმებულად იმოქმედეთ. გაგიუმჯობესდებათ ურთიერთობა საყვარელ ადამიანთან. მარტოხელებს საინტერესო ნაცნობობა ელით.

კირჩხიბი

მოერიდეთ კონფლიქტებს, როგორც ოჯახში, ასევე სამსახურში. გაფრთხილდით, ტრავმული დღეა. გათავისუფლდით უსაფუძვლო შიშებისაგან. გავლენიანი ნაცნობების წყალობით საინტერესო ინფორმაციებს მოიპოვებთ.

ლომი

ეცადეთ, გადაწყვეტილებები "ცხელ გულზე" არ მიიღოთ. ნუ გაიფუჭებთ ურთიერთობას გარშემო მყოფებთან. გაუფრთხილდით საყვარელი ადამიანის გრძნობებს. მარტოხელებმა სასურველია, მეორე ნახევრის პოვნაზე დაიწყონ ფიქრი.

ქალწული

ნუ იჩქარებთ ახალი პროექტებიც წამოწყებას, ძველი კადრების ახლებით ჩანაცვლებას. ყველა პრობლემას "ერთი ხელის მოსმით" ვერ მოაგვარებთ. ამიტომ, მოთმინებით აღიჭურვეთ და იმოქმედეთ. ნუ გაართულებთ ურთიერთობას გარშემო მყოფებთან – კოლეგებთან და მეგობრებთან.

სასწორი

დაასრულეთ დაწყებული საქმეები, მაგრამ ნურც დასვენებას დაივიწყებთ. ახალი საქმეების დასაწყებად უკეთეს პერიოდს დაელოდეთ. საღამოს სასიამოვნო ნაცნობობა და გართობა გელით.

მორიელი

სანამ საქმეში ბოლომდე არ გაერკვევით ნუ იჩქარებთ ადამიანის გაკიცხვას. ნუ გააფორმებთ საეჭვო პირებთან კონტრაქტებს. საღამოს სასიყვარულო პარტნიორისგან სიურპრიზი გელოდებათ. ეცადეთ, თქვენც გაანებივროთ საყვარელ ადამიანი, მაგრამ მასზე ზეწოლას ნუ მოახდენთ.

მშვილდოსანი

დღეს საკუთარი და ოჯახის ინტერესები უნდა დაიცვათ. მოერიდეთ კონფლიქტს გარშემო მყოფებთან. მეტი მზრუნველობა გმართებთ საყვარელი ადამიანის მიმართ. ეცადეთ, მშვიდად გამოჰკითხოთ, სამომავლო გეგმებზე, თქვენდამი გრძნობებზე.

თხის რქა

მოერიდეთ ახალი საქმეების წამოწყებას, ხელშეკრულებების გაფორმებას. ეცადეთ, საქმის ყველა დეტალში გაერკვეთ. ნუ გაართულებთ ურთიერთობას საყვარელ ადამიანთან. ნუ ეცდებით მის გრძნობებზე თამაშს. ამით თავად უფრო დაზარალდებით.

მერწყული

ეცადეთ საკუთარი საქმეებითა და აქტიურობით გარშემო მყოფებს დისკომფორტი არ შეუქმნათ. მოერიდეთ ცვლილებებს, კონფლიქტებს როგორც სამსახურებრივ საქმეებში, ასევე პირად ცხოვრებაში.

თევზები

მოერიდეთ სარისკო საქმეებს ფინანსებთან და კარიერასთან დაკავშირებით. საყვარელი ადამიანის მიმართ ნუ იქნებით ზედმეტად ეჭვიანი. კარგი დღეა გულითადი საუბრებისთვის, რაც უფრო დაგაკავშირებთ მოსაუბრესთან. მარტოხელებისთვის ახალი ნაცნობობა შეიძლება რომანტიკულ ფაზაში გადაიზარდოს.

31 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით

მთვარის ჰოროსკოპი: 31 ოქტომბერი

30 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით