13-15 მაისი, მთვარე მშვილდოსანშია, ჰარმონიული და ხელსაყრელი დღეა, განსაკუთრებით მისი პირველი ნახევარი

13-15 მაისი, მთვარე მშვილდოსანშია, ჰარმონიული და ხელსაყრელი დღეა, განსაკუთრებით მისი პირველი ნახევარი

13 მაისი, სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე

უკურსო მთვარე იქნება 10:36-დან 12:34-მდე

რეკომენდებულია: კომუნიკაცია, შეხვედრები მეგობრებთან; შემოქმედებითი საქმიანობა; პრეზენტაციებისა და სარეკლამო კამპანიების ჩატარება. გუნდური მუშაობა. წარუდგინეთ პროექტები თქვენს უფროსებს. მოაწყვეთ კორპორაციული წვეულებები.

არ არის რეკომენდებული: მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრა. სერიოზული და ფართომასშტაბიანი მოლაპარაკებების წარმოება.

ჯანმრთელობა: აქტიურია თირკმელები.

კვება: არ უნდა ჭამოთ ზედმეტი. თუმცა, მნიშვნელოვანია მოამზადოთ რაიმე გემრიელი და უჩვეულო, ჩაატაროთ ექსპერიმენტები სამზარეულოში. კარგია ყურძნისა და ეგზოტიკური ხილის ჭამა.

ბიზნესი: ჰარმონიული და ხელსაყრელი დღეა, განსაკუთრებით მისი პირველი ნახევარი, იძლევა შინაგანი ენერგიის მაქსიმალური გამოყენების შესაძლებლობას. კარგი დღეა შემოქმედებითი ადამიანებისთვის.

მოგზაურობა: კარგია მივლინება, მოგზაურობა, ლაშქრობა, როგორც ინდივიდუალური, ასევე ერთობლივი.

ურთიერთობები: მთვარის მე-17 დღეს შექმნილი ოჯახი იღბლიანია. მეუღლეები ყოველთვის იპოვიან ურთიერთგაგებას. მათი სახლი სავსე იქნება სტუმრებით, მუსიკითა და სიცილით. დღე აგრეთვე კარგია რომანტიკული პაემნებისთვის.

დღის მინერალები: გამჭვირვალე ამეთვისტო, ცირკონიუმი.

მთვარე მშვილდოსანში

იმატებს მხიარულება და აქტიურობა. კარგია ხელშეკრულებების გაფორმება და განაცხადების წარდგენა. მოაგვარეთ იურიდიული საკითხები. კარგია ხანგრძლივი მოგზაურობის დაწყება, მივლინებაში წასვლა; ოფიციალურად დაარეგისტრირეთ ახალი ორგანიზაცია. იღვიძებს ინტერესი სოციალური აქტივობების მიმართ. მკურნალობა, მანიკიური. მოგზაურობები.

აქტიური ორგანოებია: თეძოები, ვენები, საჯდომის ნერვი.

საოჯახო საქმეები: თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. კარგია დღეს მინისა და სარკის ზედაპირების გაპრიალება. შეგიძლიათ ტანსაცმელი დააუთოოთ და ნივთები შესანახად მოათავსოთ. გაყინოთ ხილი და გამოაცხოთ პური.

  • უკურსო მთვარის დროს არ ღირს ახალი საქმის დაწყება, რამის გაკეთება. უმჯობესია, დაისვენოთ.