კვირის მნიშვნელოვანი ასტრომოვლენა სავსემთვარეობაა, რომელსაც14 ივნისს, 15:51 საათზე, მშვილდოსნის 24-ე გრადუსში ველოდებით. სავსემთვარეობაზე მზე და მთვარე ერთმანეთს უპირისპირდება. მზე იქნება ტყუპში, მთვარე - მშვილდოსანში. რთული დღეა, მომატებულია ემოციურობა და იყავით დაკვირვებული, ფრთხილი. არ გაეხვიოთ აფერისტულ სქემებში, არ გახდეთ ტყუილის მსხვერპლი. მოერიდეთ ალკოჰოლს, მედიკამენტებიც კი ფრთხილად მიიღეთ. გაფრთხილება გმართებთ პლუს/მინუს 2 დღე.
ვერძი
მეტი დრო დაუთმეთ საოჯახო ვალდებულებებს და ურთიერთობის გაუმჯობესებას მშობლებთან. დაქორწინებულები ნუ დაუპირისპირდებით მეუღლეს. მოერიდეთ კრიტიკული შენიშვნების გაცემას. ნუ ენდობით ახალგაცნობილებს; დანაპირები შეიძლება ვერ შეგისრულონ. აგრეთვე, ნუ ენდობით არაოფიციალური წყაროდან მიღებულ ინფორმაციას.
კურო
შეხვედრების კვირა გელით, ახლობლებს საქმეების მოგვარებაში უნდა დაეხმაროთ; შეიძლება მორალურად, რჩევით, ფულითაც. კოლეგებთან შეთანხმებულად იმოქმედეთ. რაც უფრო ნაკლებ თანხას დახარჯავთ, მით უკეთესია თქვენთვის. უქმეებზე დაგეგმეთ მგზავრობა ქალაქგარეთ, შეხვედრები ახლობლებთან. ნუ განმარტოვდებით.
ტყუპი
გარშემო მყოფებს წარუდგინეთ თქვენი იდეები, დეტალურად განიხილეთ და ნურც კითხებზე პასუხების გაცემა დაგეზარებათ. მოემზადეთ იმისთვის, რომ პროექტების ძირითადი ნაწილი თქვენი გასაკეთებელი გახდება. მოერიდეთ ავანტიურულ ქმედებას და ფინანსურ რისკებს. უქმეები ქალაქგარეთ, მშვიდ გარემოში გაატარეთ.
კირჩხიბი
დაკვირვებით აირჩიეთ ის სფერო, რომელშიც გსურთ განვითარება, კარგად შეისწავლეთ დეტალები. კარგ შედეგს მოგიტანთ უცხო ენების შესწავლა; უცხოეთში გამგზავრება. გააუმჯობესეთ დამოკიდებულება მშობლებთან, ასაკით უფროს ნათესავებთან. თავისუფალი დრო გაატარეთ თანამოაზრეებთან. ის, რასაც დაგეგმავთ უქმეებზე აუცილებლად განხორციელდება.
ლომი
ყველაფერში გარკვევა და ყველა ადამიანის საიდუმლოს გაგება მოგინდებათ. გაგიმძაფრდებათ ინტუიცია და დააკვირდით სიზმრებს, მინიშნებებს. დაწყებული საქმეების დასრულებისთვის მოემზადეთ, იყავით დაკვირვებული დეტალებისადმი. უქმეები სასიამოვნოდ და მშვიდად ჩაივლის.
ქალწული
გადახედეთ მიმდინარე საკითხებს, პროექტებს, გეგმებს. შეიძლება ზოგიერთში ცვლილების შეტანამ მოგიწიოთ, ჰკითხეთ რჩევა გამოცდილ ადამიანებს. ძველ საქმეებს ახლებური მეთოდებით მოაგვარებთ. იყავით მზად თანამშრომლობისთვის. უქმეებზე დაკავდით თვითგანვითარებით, აითვისეთ ახალი პროგრამები.
სასწორი
აქტიური და მიზანმიმართული ხართ, მიმართეთ თქვენი ენერგია კარიერული საკითხების მოგვარებას, პროფესიულ განვითარებას. გარშემო მყოფების კრიტიკა მშვიდად მიიღეთ და გაითვალისწინეთ, რომ გაუმჯობესდეთ. მოხდება ღირებულებების გადაფასება. უქმეები საყვარელ ადამიანთან ერთად გაატარეთ.
მორიელი
კვირის მთავარი საკითხებია: განათლება - მოგინდებათ ცოდნის გაღრმავება, ახლის შესწავლა და სასიყვარულო ურთიერთობის გაუმჯობესება - მარტოხელებს რომანტიკული ნაცნობობა გელით ინტერნეტით, დაწყვილებულებმა მეტი დრო გაატარეთ ერთად და საინტერესოდ. მეტად უნდა ენდოთ პარტნიორს. უქმეები ქალაქგარეთ, სასიამოვნო გარემოში გაატარეთ.
მშვილდოსანი
არ გირჩევთ ფულის ფლანგვას; აზარტულ თამაშებში ჩართვას. დააკვირდით სამეგობროს, კოლეგებს, ვიღაცასთან დამშვიდობება მოგიწევთ. უქმეებზე მოერიდეთ ექსტრიმს, თავგადასავალს. უმჯობესია, მეტი დრო დაუთმოთ ჯანმრთელობის გაუმჯობესებას. ჩაიტარეთ გამაჯანსაღებელი პროცედურები; კარგი იქნება დიეტის, ვარჯიშის დაწყება.
თხის რქა
გააუმჯობესეთ დამოკიდებულება საქმიან პარტნიორებთან; შეთანხმებულად იმოქმედეთ. განსაკუთრებით, თუ საკითხი ფინანურ სფეროს ეხება. მარტოხელებს რომანტიკული ნაცნობობა გელოდებათ. იყავით მზად პირადი ცხოვრების გაუმჯობესებისთვის, ნუ ეტყვით ადამიანს უარს გაცნობაზე. უქმეები ოჯახთან ერთად საინტერესოდ გაატარეთ.
მერწყული
თავისუფლად მოქმედება და დროის სასიამოვნოს გატარება მოგინდებათ. აიძულეთ საკუთარი თავი, რომ აუცილებელი სამსახურებრივი და საოჯახო ვალებულებები მაინც მოაგვაროთ. აი, უქმეები კი თქვენი სურვილისამებრ გაატარეთ, მაგრამ არ აეჭვიანოთ საყვარელი ადამიანი. გაიუმჯობესთ ძილის რეჟიმი.
თევზები
თქვენი ნიჭისა და შესაძლებლობების გამოვლენის შანსი მოგეცემათ. მოგინდებათ სასწავლო კურსებზე ჩაწერა, კვალიფიკაციის ამაღლება. მარტოხელებმა მეტად მოინდომეთ, რომ გაიუმჯობესოთ პირადი ცხოვრება, დაწყვილებულები იყავით მზრუნველი და მოსიყვარულე საყვარელი ადამიანის მიმართ. უქმეები ოჯახთან ერთად გაატარეთ.