კურო - ყველასთვის იდეალური ვერ იქნებით; იყავით ისეთი, როგორც თავად გაგიხარდებათ. მეტი დრო დაუთმეთ საქმეების მოგვარებას. იყავით მეტად მიზნამიმართული სასურველის მისაღწევად.
ტყუპი - გახსოვდეთ, რომ მოფერება, შექება და კომპლიმენტები ყველას უყვარს. იყავით მზრუნველი საყვარელი ადამიანის მიმართ. მხიარული ხართ და დღეს ბევრსაც გააცინებთ.
კირჩხიბი - უამრავი საქმე გაქვთ მოსაგვარებელი და უამრავი საპასუხისმგებლო ვალდებულება შესასრულებელი. იყავით მაქსიმალურად დაკვირვებული დეტალებისადმი.
ლომი - სიურპრიზებისა და სასიამოვნო მოვლენების დღე გელით. ზოგიერთს საინტერესო ადამიანის გაიცნობა ელის, ზოგსაც - რომანტიკული ნაცნობობა. კარგი დღეა მგზავრობისა და კულტურული ღონისძიების მოსაწყობად.
ქალწული - რაც უფრო მიზანმიმართული და საკუთარ ძალებში დარწმუნებული იქნებით მით უკეთესია თქვენთვის. მოერიდეთ სიმართლის დამტკიცებას მათთვის, ვინც ღირსი არაა თქვენთან საუბრის.
სასწორი - გარშემო მყოფებს მაინცდამაინც ნუ ენდობით. ყველა თქვენნაირი გულკეთილი არაა. იდეები და მიზნები (და არა პირადი საიდუმლოებები) მხოლოდ ერთგულ ადამიანებს გაუმხილეთ.
მორიელი - დღევანდელი დღე თავს პოზიტივით, სიამოვნებითა და მხიარულებით დაგამახსოვრებთ. თქვენი მიზანია, ნაკლები იფიქროთ უსიამოვნებაზე და აჰყვეთ მხიარულ მეგობრებს.
მშვილდოსანი - მოერიდეთ უსიამოვნო ადამიანებთან საუბარსაც კი. არათუ მათთან საქმეების შესრულებას. აგრეთვე მათ, ვინც მხოლოდ ლაპარაკობს და არაფერს აკეთებს. და რა თქმა უნდა, მათ, ვინც თავს გაბეზრებთ.
თხის რქა - მაქსიმალურად მოთმინებით აღიჭურვეთ, როცა საქმეს აგვარებთ კლიენტთან ან ნათესავებთან ათანხმებთ საოჯახო ვალდებულებებს. საყვარელ ადამიანს გულახდილად დაელაპარაკეთ.
მერწყული - დღეს უნდა გააკეთოთ საქმეები, რომლებიც შედეგს მომავალში მოგიტანთ. მაგრამ როცა საქმე რომანტიკას შეეხება, სხვა ყველა საქმე გვერდზე გადაიწევს.
თევზები - იდეები ერთგულ პარტნიორებთნ ერთად განიხილეთ. რომანტიკული ურთიერთობა გელით ახალგაცნობილთან, ახალ საქმიან პარტნიორთან. ეცადეთ, ემოციების გამო საქმეები არ გაიფუჭოთ.