ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 22:07-ზე, მთვარე ვერძშია
რეკომენდებულია ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. კარგია ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საქმეები. დღეს ყველაფერი შეიძლება მიირთვათ, მთავარია ღვიძლი არ გადაიტვირთოთ, აი ტკბილეულს კი მოერიდეთ.
ვერძი
თქვენი თანდაყოლილი საფირმო სიჯიუტე, მთვარის ენერგიასთან ერთად, დაგეხმარებათ პროექტის უმოკლეს დროში - 24 საათში - განხორციელებაში, რაც სხვა დროს მინიმუმ ორ კვირას, ან კიდევ მეტსაც კი წაგართმევდათ.
კურო
არ უნდა შეასრულოთ სხვებისთვის სამუშაო, მაშინაც კი, თუ გეჩვენებათ, რომ კეთილ საქმეს აკეთებთ: სინამდვილეში, კოლეგების ან ოჯახის წევრების უშუალო პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებით, მათ ცუდ სამსახურს გაუწევთ.
ტყუპი
არასდროს უნდა მოატყუოთ საყვარელი ადამიანი, თუნდაც წვრილმანებში, მაგრამ დღეს ტყუილი განსაკუთრებით აკრძალულია: ერთმა ტყუილმა შეიძლება მეორემდე და მესამემდე მიგიყვანოთ და საბოლოოდ ამ ქსელიდან ვერ გამოხვალთ.
კირჩხიბი
შესაძლოა, დღეს საკუთარი თავის და ოჯახის დაცვა დაგჭირდეთ - არ უნდა დაუშვათ უსამართლობა საყვარელი ადამიანების მიმართ არაკეთილმოსურნეების მხრიდან.
ლომი
შეიძლება მოულოდნელად მოგინდეთ ისტერიკის მოწყობა და საქმეების მოგვარება თქვენს გარშემო მყოფ ადამიანთან, რასაც არ გირჩევთ. უმჯობესია, დღე დაუთმოთ საკუთარ თავზე ზრუნვას, თქვენს გაბედნიერებას, მხიარულებას.
ქალწული
თუ შესაძლებელია, დაისვენეთ და იზრუნეთ ძალების აღდგენაზე. არაა კარგი დღე დამატებითი პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე ასაღებად. იფიქრეთ მხოლოდ თქვენს თავზე.
სასწორი
გარშემო მყოფ ადამიანებთან ურთიერთობისას, იქნება ეს საქმიანი თუ პირადი საკითხები, უნდა გამოიყენოთ თქვენი თანდაყოლილი დიპლომატიური შესაძლებლობები; თქვენი თანამოსაუბრეები არ გაპატიებენ უხეშობას და უტაქტობას.
მორიელი
ნებისმიერი საქმიანი მოლაპარაკება გპირდებათ წარმატებას: პარტნიორები მოულოდნელად იოლად გამოიჩენენ მორჩილებას და მიიღებენ თქვენს ყველა პირობას, რის შემდეგაც შეგიძლიათ ხელი მოაწეროთ მნიშვნელოვან შეთანხმებას.
მშვილდოსანი
კარგი დღეა თქვენი ნიჭის მსოფლიოსთვის საჩვენებლად: სავარაუდოა, რომ თავისუფალ დროს სიამოვნებით უთმობთ შემოქმედებას, რაც შეიძლება თქვენი მთავარი ცხოვრებისეული საქმიანობა გახდება.
თხის რქა
შეგიძლიათ ყველაზე რთული პროფესიული ან ყოველდღიური პროექტები აიღოთ - მათთან დაკავშირებული ნებისმიერი დავალება სწრაფად, მარტივად და თქვენი მხრიდან ზედმეტი ძალისხმევის გარეშე მოგვარდება.
მერწყული
არ უნდა იფიქროთ, რომ თქვენს საყვარელ ადამიანთან ურთიერთობაში არაფერი ხდება - ბოლო დროს, როგორც ჩანს, ერთმანეთისგან დაშორდით და მხოლოდ გულწრფელი საუბარი დაგეხმარებათ ურთიერთობის გაუმჯობესებაში.
თევზები
სამუშაო კვირის მეორე ნახევრისთვის ფრთხილად უნდა მოემზადოთ: ამ დროს მთავარია, უფროსებს საუკეთესო მხრიდან აჩვენოთ საკუთარი თავი, რათა დაწინაურება და ხელფასის მომატება მოითხოვოთ.