მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 01:36-ზე, მთვარე კირჩხიბშია
კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის; მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად. იმატებს მგრძნობელობა და ემოციურობა. არ გირჩევთ ტყუილის თქმას, წუწუნს. დიასახლისებს საჭმელი გამოსდის განსაკუთრებით გემრიელი. სასარგებლოა პურისა და სხვა ფქვილეულის გამოცხობა, მაგრამ არ გადატვირთოთ კუჭი.
ვერძი
კარგი დღეა იმაზე ფიქრისთვის, თუ როგორ დახარჯოთ თქვენი რესურსები უფრო ეფექტურად, რაც ხელს შეუწყობს თქვენს განვითარებას და წინსვლას. პირად ურთიერთობებში იყავით აქტიური. პოზიტიურ ემოციებს მოგიტანთ ძველ მეგობრებთან შეხვედრა.
კურო
იყავით აქტიური, მოუყევით სხვებს თქვენი გეგმებისა და იდეების შესახებ. ეს დაგეხმარებათ თქვენი პროექტების წინსვლაში ან მომგებიანი შეთავაზების მიღებაში. დღეს ერთდროულად რამდენიმე საქმესთან მოგიწევთ გამკლავება.
ტყუპი
დღეს უნდა ეცადოთ იყოთ უფრო თავაზიანი, არ მოახვიოთ თქვენი აზრი სხვებს და თავიდან აიცილოთ კონფლიქტები. სამუშაო უფრო სწრაფად წავა, თუ შეზღუდავთ კონტაქტს და საქმიანობას მარტოობაში შეეცდებით. სხვების დახმარება დიდად არ გამოგადგებათ.
კირჩხიბი
ახალმა ნაცნობებმა შეიძლება ძლიერი გავლენა მოახდინონ თქვენს ცხოვრებაზე, ამიტომ უფრო ეწვიეთ ხალხმრავალ ადგილებს, გაიცანით და დაუმეგობრდით. სამსახურში იპოვეთ თქვენთვის კომფორტული რიტმი და არ იჩქაროთ: აჩქარება შეიძლება შეცდომის მიზეზი გახდეს. არ მოუსმინოთ რჩევებს, იმოქმედეთ დამოუკიდებლად.
ლომი
დღეს ჩაერთეთ ისეთ საქმიანობაში, რომელსაც სიხარული მოაქვს. თუ ნეგატიურ ემოციებთან გამკლავებას მოახერხებთ, დღე კარგად და მშვიდად ჩაივლის. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებისას საჭიროა ყურადღებით გაითვალისწინოთ ყველაფერი, აწონ-დაწონოთ რისკები და მხოლოდ ამის შემდეგ გასცეთ პასუხი.
ქალწული
არსებობს შანსი, რომ სწორ ადამიანებზე კარგი შთაბეჭდილება მოახდინოთ. მიიღეთ მოწვევები, გაეცანით, მოძებნეთ თანამოაზრეები. თუ რუტინული სამუშაო მოსაწყენად მოგეჩვენებათ, შეგიძლიათ თქვენი ზოგიერთი მოვალეობა გარშემო მყოფებს გაუნაწილოთ.
სასწორი
დღეს მიიღებთ პასუხებს მნიშვნელოვან კითხვებზე, რომლებიც გაწუხებთ. გჭირდებათ საუბრების მოსმენა, ახალი ინფორმაციის მიღება. პირად ურთიერთობებში შეიძლება წარმოიშვას ურთიერთგაგების პრობლემები: მოგიწევთ მტკივნეული საკითხების განხილვა და საერთო პრობლემების გადაჭრის გზების ძიება.
მორიელი
დღე ფინანსურად წარმატებულია. შეძლებთ კარგი გარიგების მიღწევას ან ღირსეული თანხის გამომუშავებას. კონფლიქტურ სიტუაციებში ნუ ეცდებით მოწინააღმდეგეების შერიგებას, უმჯობესია თავი აარიდოთ ყველა ნეგატიურ ადამიანს.
მშვილდოსანი
სწორი დროა თქვენი საქმიანობის წინასწარი შედეგების შეჯამებისთვის. სანამ რაიმე ახალს დაიწყებთ, განიხილეთ ყველა შესაძლო სცენარი, დარწმუნდით, რომ გაქვთ საკმარისი რესურსები და სარეზერვო გეგმა. ზოგიერთს შეგეცვლებათ აზრი ახლობელ ადამიანზე.
თხის რქა
ემოციურად არასტაბილური დღეა. შეიძლება გქონდეთ გაზრდილი შფოთვა, თქვენ ნერვიულობთ ნებისმიერ წვრილმანზე და უმნიშვნელო მოვლენები დიდხანს გაღიზიანებთ. ეცადეთ პოზიტიურ ადამიანებთან გაატაროთ დღე, მეტი დრო დაუთმოთ ოჯახს.
მერწყული
ზოგიერთი ინციდენტი გაიძულებთ შეცვალოთ თქვენი შეხედულება საგნებზე ან დაგეხმაროთ მოვლენებს სხვა კუთხით შეხედოთ. შესაძლოა, მოგინდეთ ცხოვრებაში რაღაცის მკვეთრი შეცვლა, ზოგიერთი ახალ ჰობის, სხვა პროფესიის სწავლას დაიწყებთ. ნუ შეგეშინდებათ ცვლილებების, ვარსკვლავები თქვენს მხარეს არიან.
თევზები
უარს ნუ ეტყვით დახმარებაზე უცხო ადამიანებსაც კი: შესაძლოა, მომავალში ისინიც დაგეხმარონ. დღეს თქვენთვის კომუნიკაცია ადვილი იქნება: შეძლებთ სხვების დარწმუნებას და მიაღწევთ იმას, რაც გსურთ. შეგიძლიათ უსაფრთხოდ დაიწყოთ ახალი ბიზნესი, შეისწავლოთ თქვენთვის უცნობი საკითხი.