კურო
პარტნიორთან ერთად შეთანხმებულად უნდა იმოქმედოთ. მეტი ყურადღება გმართებთ საერთო საცხოვრებელი ფართის, ბიზნესში წილისა და საერთო ბავშვების მიმართ. ნუ მიიყვანთ საქმეს კამათამდე. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები ხვალისთვის გადადეთ.
ტყუპი
დილიდან საქმეების მოგვარებით იქნებით დაკავებული. მოსალოდნელია, დაგვიანება, შეჩერება, გაუქმება, კავშირის გაწყვეტა. გაგიჭირდებათ საერთო ენის გამონახვა გარშემო მყოფებთან. მაქსიმალურად მოთოკეთ ემოციები.
კირჩხიბი
საყვარელი ადამიანის სიტყვამ, დახმარებაზე უარის თქმამ ან სიძუნწემ შეძლება გაგანაწყენოთ ან დაგაფიქროთ. სხვა დღისთვის გადადეთ საყიდლები. ფინანსების სიმცირის გამო შეიძლება შეფერხდეს სარეკლამო აქცია, შემოქმედებითი პროექტი.
ლომი
გგონიათ, რომ გარშემო მხოლოდ მტრულად განწყობილი ადამიანები გახვევიათ. ისინი ხელს გიშლიან განვითარებაში. მოიცილეთ ნეგატიური ფიქრები. სხვა დღისთვის გადადეთ მოლაპარაკებები, ახალი პროექტების დაწყება.
ქალწული
კამათის, ეჭვიანობისა თუ ნეგატიური ემოციების გამო გაგიჭირდებათ საქმეებზე კონცენტრირება. სიფრთხილე გმართებთ გადაადგილებისას, ინფორმაციებთან მუშაობისას.
სასწორი
პასიური ხართ და მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმა არ შეგიძლიათ. ნუ გააფორმებთ დოკუმენტებს, მოერიდეთ ფულის ფლანგვას. სიფრთხილე გმართებთ სამემკვიდრეო და საგადასახადო საკითხებთან. თავისუფალი დრო მეგობრებთან ერთად გაატარეთ.
მორიელი
უსიამოვნო საუბარი უფროსთან ან მშობლებთან განწყობას გაგიფუჭებთ. მოერიდეთ მკვეთრ ცვლილებებს. განსაკუთრებით, ოქტომბრის მორიელები. ახალდაწყებულმა პროექტებმა შეიძლება უსიამოვნებები მოგიტანოთ. სიფრთხილე გმართებთ სარეკლამო საქმიანობასთან, დიპლომის დაცვასთან, კარიერულ წინსვლასთან.
მშვილდოსანი
ნუ გგონიათ, რომ თუ გარშემო მყოფებს თავს მოაჩვენებთ, მართლა ყველაფერი კარგად გექნებათ. რეალურად შეაფასეთ მოვლენები (ფინანსური უსიამოვნებები, პირადი ურთიერთობები). სიფრთხილე გმართებთ მარშრუტის არჩევისას, ტრანსპორტთან. შეიძლება გამოაშკარავდეს თქვენი წარსული "გმირობები".
თხის რქა
გამორიცხული არაა უსიამოვნება მეგობრებთან. ისინი შეიძლება ზედმეტად ძუნწები, კრიტიკულები აღმოჩნდნენ. ნუ გექნებათ გარშემო მყოფების დახმარების იმედი. მხოლოდ საკუთარი ძალისხმევით შეძლებთ ჩიხიდან გამოსვლას.
მერწყული
კოლეგებთან ურთიერთობისას მეტი კონსტრუქტიულობა და გულწრფელობა გმართებთ. მოერიდეთ უსიამოვნებას შვილებთან, უფროსთან ან მშობლებთან. იანვრის მერწყულებს ცოტა მეტი სიფრთხილე გმართებთ კარიერისა და ქორწინების საკითხებში. სხვა დღისთვის გადადეთ ახალი საქმეების დაწყება და მეტად მიხედეთ ჯანმრთელობას.
თევზები
დღეს საყვარელმა საქმიანობამაც კი შეიძლება არ მოგიტანოთ სიამოვნება. მეტი ყურადღება მიაქციეთ დეტალებს, თუ არ გსურთ, შეცდომების გამოსასწორებლად გვიანობამდე ოფისში დარჩეთ. ნუ გაიფუჭებთ დამოკიდებულებას შვილებთან, ნათესავებთან, კოლეგებთან.