13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

კურო

ეცადეთ დააინტერესოთ გარშემო მყოფები თქვენი საქმიანობით; განსაკუთრებით ისინი, ვისგანაც რაიმე სარგებელ ელით. მაგრამ მარტოს მუშაობა გაგიჭირდებათ. ამიტომ, მხარდაჭერა კოლეგებს სთხოვეთ. კარგი დღეა კულინარიული ექსპერიმენტებისთვის,

ტყუპი

ცოტათი მოდუნებული ხართ. დასვენებისა და სიმშვიდისკენ მიგიწევთ გული, მაგრამ ყოველდღიურ საქმეებს ვერსად გაექცევით. საღამოს გაანებივრეთ საკუთარი თავი კარგი მასაჟით, სუფთა ჰაერზე სეირნობითა და გემრიელი საკვებით.

კირჩხიბი

შეიძლება ზოგიერთი საქმეები მომავალი კვირისთვის გადადოთ. დანარჩენი საქმეები მშვიდად და ყურადღებით აკეთეთ. მეტი ყურადღება მიაქციეთ გარეგნობას, შეიცვალეთ იმიჯი. მეტად დაისვენეთ. საღამოს გემრიელი სადილით ახლობლებს გაუმასპინძლდით.

ლომი

კოლეგებთან ერთად განიხილეთ მიმდინარე საკითხები. გადაიხადეთ გადასახადები, გაისტუმრეთ ვალები. მეტი ყურადღება მიაქციეთ საოჯახო საქმეებს. კარგი დღეა ფიზიკური აქტივობისთვის. ვარჯიში დაძაბულობას მოგიხსნით.

ქალწული

მოსალოდნელია ცვლილებები, ზოგიერთი შეიძლება საბედისწეროც აღმოჩნდეს. ნებისმერ მოვლენას მშვიდად შეხვდით. საღამო მეგობრებთან ერთად გაატარეთ. მათთან საუბარი ბევრ სასარგებლო ინფორმაციას მოგიტანთ.

სასწორი

დღეს ნაკლები იოცნებეთ და მეტი იმოქმედეთ. მაგრამ მოერიდეთ კარდინალურ ცვლილებებს. მეტი ყურადღება მიაქციეთ შემოქმედებითი იდეების განხილვა–შესრულებას. მოაწესრიგეთ პირად ნივთები. საღამოს ოჯახის წევრებს გემრიელი კერძი მოუმზადეთ.

მორიელი

წარმატებული დღე გელით, თუ ყველაფერს გააკონტროლებთ და სწორ გადაწყვეტილებებს მიიღებთ. პარტნიორს მეტი თავისუფლება მიანიჭეთ. საღამოს მოაგვარეთ საოჯახო საქმეები; ნათესავების მიმართ მეტი ყურადღება და მზრუნველობა გმართებთ.

მშვილდოსანი

დღეს და ხვალ კარგია ცვილებები, მისამართის შეცვლა. აგრეთვე მნიშვნელოვანი შეხვედრები და მოლაპარაკებები. შეძლებისდაგვარად, არც ერთი საკითხი არ გადადოთ მომავლისთვის. საღამო სპორტსა და ახლობლებთან ურთიერთობას დაუთმეთ.

თხის რქა

შეიძლება ყველაფერი ისე სწრაფად არ ხდება, როგორც ეს თქვენ გსურთ, მაგრამ ტემპი არ დააგდოთ. მოერიდეთ უსარგებლო საუბრებს, რომლებიც დროსაც წაგართმევთ და განწყობასაც გაგიფუჭებთ. მეტი ყურადღება მიაქციეთ სასიყვარულო ურთიერთობას, მაგრამ ნუ აჩქარებთ პარტნიორს კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებას.

მერწყული

კარგი დღეა მატერიალური საკითხების მოსაგვარებლად. მთვარე კუროშია, ამიტომ, სამუშაოც და დასვენებაც თქვენგან მეტ ყურადღებას მოითხოვს. ეცადეთ, ლაპარაკმა საქმეებს არ მოგაცდინოთ. საღამოს მეგობრებს შეხვდით და უქმეები დაგეგმეთ.

თევზები

დღეს ისეთი საქმეების შესრულებაც მოგიწევთ, რაც თქვენში დიდ ენთუზიაზმს არ იწვევს. ეცადეთ, უშეცდომოთ დაასრულოთ დაწყებული პროექტები. მოაწესრიგეთ საბუთები. კარგი დღეა საოჯახო ნივთების შესაძენად. საღამოს ოჯახის წევრებთან ერთად დაგეგმეთ მომავალი.

31 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით

მთვარის ჰოროსკოპი: 31 ოქტომბერი

30 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით