ორშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 16:05-ზე, მთვარე კირჩხიბშია
კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის; ინტიმური ურთიერთობისა და ჩასახვისათვის. ამ დღის რთული ორგანო კუჭია. მოერიდეთ ოპერაციებსა და მკურნალობის დაწყებას კუჭზე, ნაღვლის ბუშტზე, მკერდზე, ლიმფურ სისტემაზე, საშვილოსნოზე. ნუ მიირთმევთ მძიმე საკვებს.
ვერძი
რაც არ უნდა ძლიერი იყოს საყიდლებზე წასვლის და დანაზოგის მნიშვნელოვანი ნაწილის დახარჯვის სურვილი, ამ ნაბიჯისგან თავი უნდა შეიკავოთ.
კურო
დღე ხელსაყრელია მომავლის ღონისძიებების დაგეგმვისთვის: თუ დღეს პოზიტიურ პროგრამას ჩამოაყალიბებთ, ახლო მომავალში ის თქვენს სასიკეთოდ ახდება.
ტყუპი
აკეთეთ კეთილი საქმეები, იმოქმედეთ კეთილშობილურად, ისინი აუცილებლად დაგიბრუნდებიან ბევრად უფრო დიდი მოცულობით, ვიდრე თავად გააკეთეთ.
კირჩხიბი
ვარსკვლავები გირჩევენ, პოზიტიურ განწყობაზე იყოთ, ეს არა მხოლოდ ცუდი განწყობის დაძლევაში დაგეხმარებათ, არამედ დაგიპროგრამებთ ბედნიერებასა და იღბალს.
ლომი
დღე ხელსაყრელია არა მხოლოდ სამუშაოსთვის, არამედ საყოფაცხოვრებო საკითხების მოგვარებისთვისაც: შეგიძლიათ მორთოთ თქვენი სახლი ან დაიწყოთ მცირე რემონტი.
ქალწული
მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ არ გადადოთ მისი განხორციელება. გახსოვდეთ, რომ ყველაზე დიდი გზაც კი პატარა ნაბიჯით იწყება.
სასწორი
ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესების იშვიათი შანსი, რომელსაც ამ დღეს მიიღებთ, არავითარ შემთხვევაში არ უნდა გამოტოვოთ - გარემოებათა ასეთი ხელსაყრელი კომბინაცია, სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში აღარ განმეორდება.
მორიელი
დიდი ყურადღება უნდა მიაქციოთ იმას, თუ როგორ იქცევიან გარშემო მყოფები, სავარაუდოდ, ერთ-ერთი მათგანი გაჩვენებთ თავის ნამდვილ, არამეგობრულ სახეს.
მშვილდოსანი
თუ ახლო მეგობარს შურს თქვენი, გირჩევთ, მოეპყროთ მას გაგებით: შეიძლება მხოლოდ თანაუგრძნობთ ადამიანს, რომელსაც აქვს ასეთი პრობლემები.
თხის რქა
როგორც არ უნდა განვითარდეს მოვლენები დღეს, შეეცადეთ თავი შეიკავოთ აზარტული თამაშებისგან, მით უმეტეს, თუ ფულზე თამაშობთ: დიდია ალბათობა იმისა, რომ მოგების ნაცვლად, სერიოზულად წააგოთ.
მერწყული
ვარსკვლავები გირჩევენ, ყურადღება მიაქციოთ იმ სიგნალებს, რომლებსაც ორგანიზმი გიგზავნით. სურვილი, მიირთვათ ის, რაც ჩვეულებრივ რაციონში არ შედის, შესაძლოა ვიტამინებისა და მიკროელემენტების ნაკლებობაზე მიუთითებდეს.
თევზები
სამუშაო, რომელიც გელოდებათ, მოითხოვს საკუთარი თავის და თქვენი შესაძლებლობების ნდობას. მიზანშეწონილია გარკვეული დრო დაუთმოთ თქვენი თვითშეფასების ამაღლებას, რომელიც ბოლო დროს დაეცა.