ავტორი:

13 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

13 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 23:42-ზე, მთვარე 12:24-დან იქნება სასწორში

არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.

ვერძი

დღეს უმჯობესია მარტომ იმუშაოთ. არ ჩართოთ სხვა ადამიანები თქვენი პრობლემების გადაჭრაში. საღამო ოჯახთან ერთად გაატარეთ. იყავით მოსიყვარულე საყვარელი ადამიანის მიმართ ეურთიერთობებში.

კურო

დღეს რამდენიმე პრობლემის მოგვარება ერთდროულად მოგიწევთ. შეეცადეთ არ დაუშვათ შეცდომები და არ გააფუჭოთ ურთიერთობა სხვებთან. საღამოს თავს უკეთ იგრძნობთ. საოჯახო მზადებაში ჩართეთ მთელი ოჯახი.

ტყუპი

უსარგებლო საუბრებში დიდ დროს ნუ დაკარგავთ. გამოცდილი ადამიანების რჩევების მოსმენა ღირს. საღამოს სასიამოვნო სიურპრიზი გელოდებათ.

კირჩხიბი

კამათში არ გაღიზიანდეთ, ეცადეთ მშვიდად და კონსტრუქციულად ისაუბროთ. დღეს არ ღირს ხელშეკრულებების ან მსხვილი გარიგებების გაფორმება, უმჯობესია მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები სხვა დღით გადადოთ. ფრთხილად იყავით ხარჯებთან.

ლომი

თქვენი ენერგია და აქტიურობა მაღალ დონეზეა. არასტანდარტული მიდგომა დაგეხმარებათ ისეთი საკითხების გადაჭრაში, რომელიც კოლეგებს გააკვირვებს. საღამო გაატარეთ მხიარულად საყვარელი ადამიანების გარემოცვაში.

ქალწული

ჩამოწერეთ დღის მთავარი საქმეები და ნუ მოცდებით უმნიშვნელოებზე. ეს გაგიადვილებთ გეგმების დროულად შესრულებას. ახალი პარტნიორების ძიება პროდუქტიული იქნება და სასიამოვნო შედეგებს გამოიღებს. პირადი ურთიერთობები კარგად ვითარდება.

სასწორი

ბუნებრივი ხიბლი და სასიამოვნო მანერები დაგეხმარებათ საქმიან მოლაპარაკებებში ან უფროსებთან ურთიერთობაში. სხვები სწრაფად დაგიჭერენ მხარეს ან დაეთანხმებიან თქვენს არგუმენტებს. თუმცა, რთული მომენტები შეიძლება წარმოიშვას ოჯახურ ურთიერთობებში. ნუ გააკრიტიკებთ ახლობლებს, შეეცადეთ იპოვოთ ობიექტური გამოსავალი.

მორიელი

შესაძლებელია სასიამოვნო ცვლილებები სამსახურში,ზოგიერთს დაწინაურებას შემოგთავაზებენ. საქმეები სწრაფად გადაწყდება და თანაც თქვენს სასარგებლოდ. შესაძლებელია პრემიის ან დამატებითი შემოსავლის მიღება.

მშვილდოსანი

დღეს ადამიანები შეამჩნევენ თქვენს დადებით თვისებებს და გამოხატავენ სიმპათიას თქვენს მიმართ. ისარგებლეთ ამით თქვენი იდეების პოპულარიზაციისთვის ან თქვენთვის საჭირო ადამიანის დაინტერესებისთვის. ახალი ნაცნობების დამყარება ადვილი და სასიამოვნო იქნება.

თხის რქა

გაღიზიანება და ცუდი განწყობა მთელი დღის განმავლობაში თან გდევთ. გაღიზიანება ან კოლეგების დაგვიანებები ხელს გიშლით სამუშაოზე კონცენტრირებაში. დაიმახსოვრეთ დადებითი მომენტები, თქვენი წარმატებები და გეგმები, ეს დაგეხმარებათ დამშვიდებაში. გამონახეთ დრო დასვენებისთვის.

მერწყული

გამოიყენეთ იუმორის გრძნობა უფრო ხშირად, გადააქციეთ დაძაბული მომენტები ხუმრობად, რათა თავიდან აიცილოთ დიდი უსიამოვნება. ემოციური დონე ამაღლებულია და სამსახურში უთანხმოება ჩვეულებრივზე უფრო ხშირად წარმოიქმნება. ეცადეთ დაზოგოთ ფული და არ დახარჯოთ დიდი თანხები იმაზე, რაც ნამდვილად არ გჭირდებათ.

თევზები

ხელსაყრელი დღეა სამუშაოსთვის, საქმიანი მოლაპარაკებებისთვის და გარიგებებისთვის. მოკლე მოგზაურობები პროდუქტიული იქნება. გამოცდილი კოლეგები მოგცემენ რჩევებს, რომლებიც დაგიზოგავთ დროსა და ძალისხმევას. პირად ურთიერთობებში შეეცადეთ არ გაიხსენოთ წარსული უსიამოვნო მომენტები.