კურო
სერიოზულ საქმეებს ნუ დაგეგმავთ. შეიძლება უმნიშვნელო პრობლემებმა შეგიშალოთ ხელი მათ შესრულებაში. მიმდინარე საკითხებზე კოლეგებთან ერთად იმსჯელეთ. ფლირტი კარგია, მაგრამ ურთიერთობას ნუ გაასერიოზულებთ. კარგია ფიზიკური აქტივობა, მაგრამ გადატვირთვას მოერიდეთ.
ტყუპი
სერიოზულ საქმეებს ადვილად გაართმევთ თავს, თუ სოციალურ ქსელებში შესვლისას იქ არ "ჩარჩებით". კარგი დღეა ინფორმაციის მისაღებად და გასაანალიზებლად. საუბრისას მეტი ტაქტი გამოიჩინეთ და მონახეთ ისეთი სიტყვები, რომ მოსაუბრეს გული არ ატკინოთ.
კირჩხიბი
დღეს ტყუილად რომ არ ჩაიაროს, ერთ–ორი საქმე აიღეთ და სრულყოფილი სახე მიეცით. კარგი დღეა ინფორმაციის მოსაძიებლად კონსულტაციისთვის. საღამოს უმჯობესია დაისვენოთ, ძალები აღიდგინოთ.
ლომი
ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს და უფრო მეტიც, ნუ მიატოვებთ ძველებს. ენერგიული ხართ და იდეებით აღსავსე, ოღონდ, მათ განხორციელებამდე ყველაფერი კარგად გაანალიზეთ. ნუ დაიტვირთავთ თავს საქმეებით. მეტად დაისვენეთ, სასიამოვნო საქმიანობით დაკავდით.
ქალწული
დღე ახალი ამბებითა და საინტერესო განხილვებით იქნება აღსავსე, მაგრამ შეიძლება გეგმები შეგეცვალოთ. საქმეების გამო ბევრი გადაადგილება მოგიწევთ. მოერიდეთ ურთიერთობას სკანდალის მოყვარულებთან.
სასწორი
ზოგჯერ კომპრომისზეც უნდა წახვდიდეთ, რათა სახლში და კოლეგებთან ურთიერთობისას სიმშვიდე შეინარჩუნოთ. დრამატულად ნუ აღიქვამთ მომხდარს. სამოქმეგო გეგმიდან რთულად შესასრულებელი საქმეები ამოშალეთ და დანარჩენების შესრულებისას ენერგიულად იმოქმედეთ.
მორიელი
ყველა მნიშვნელოვანი საქმე, შეხვედრა ხვალისთვის გადადეთ. შეიძლება ინტერესი გაგინელდეთ იმ საქმის მიმართ, რისკენაც მთელი ცხოვრება ისწრაფვოდით. მოერიდეთ ნაჩქარევი დასკვნების გამოტანას და უკეთეს დროს დაელოდეთ. გირჩევთ, პარტნიორებთან (თანამოაზრეებთან) ერთად გამოასწოროთ შეცდომები, ეცადოთ სიტუაციის გამოსწორებას.
მშვილდოსანი
კორექტივები შეიტანეთ მიმდინარე საქმეებში, გამოასწორეთ დაშვებული შეცდომები. შეიძლება ერთდროულად მოგიწიოთ მუშაობა: ახალ საქმეებზე და ძველების დასრულებაზე. საღამოს მეგობრებთან ერთად გართობაზე უარს ნუ იტყვით.
თხის რქა
ნუ მოცდებით მნიშვნელოვან საქმეებს; ნუ ეცდებით ვიღაცების რაღაცებში დარწმუნებას. მოსალოდნელია მწვავე დისკუსიები საქმიან პარტნიორთან, ოჯახში. კარგი დღეა აქტიური ურთიერთობისთვის; ინფორმაციის გაცვლისთვის.
მერწყული
დღეს ერთდროულად რამდენიმე საქმის მოგვარებით იქნებით დაკავებული. პირად ცხოვრებაში ურთიერთობის გასაუმჯობესებლად მოაწყვეთ რომანტიკული პაემანი. თუმცა, თუ ვინმესთან განშორება გაქვთ გადაწყვეტილი ნუ ეცდებით შემცვლელის პოვნას.
თევზები
ახალი საქმეები ხვალ დაიწყეთ. დღევანდელი დღე კი ურთიერთობის გაუმჯობესებას დაუთმეთ, როგორც ოჯახის წევრებთან, ასევე პარტნიორებთან და გავლენიან პირებთან. საღამო შინ, მშვიდ გარემოში გაატარეთ.