ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 01:19-ზე, მთვარე ტყუპს ესტუმრება 11:28-ზე
ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს, სუნთქვითი ვარჯიშის ჩატარებას. ოპერაციებს სასუნთქ ორგანოებზე. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი.
ვერძი
ხუთშაბათს დაეყრდენით მხოლოდ საკუთარ ძალებს. სხვა საქმეს ისე ვერ გააკეთებს, როგორც თქვენ. ამიტომ დაგეგმეთ დღე ისე, რომ გქონდეთ დრო დაგეგმილის დასასრულებლად ვინმეს დახმარების გარეშე.
კურო
ყურადღება მიაქციეთ თქვენს უახლოეს გარემოს - თქვენს ერთ-ერთ ძვირფას ადამიანს სჭირდება თქვენი მხარდაჭერა კეთილი სიტყვით, რჩევით. გამონახეთ დრო გულწრფელი საუბრისთვის, თუნდაც ეს პირადი საქმეების გადადებას გულისხმობდეს.
ტყუპი
კარგი დღეა დაწყებული პროექტების დასასრულებლად. მიიღებთ საინტერესო შემოთავაზებებს, მაგრამ ნუ იჩქარებთ. უფრო მეტად დაეყრდენით ინტუიციას, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას.
კირჩხიბი
შეხვედრები და მოლაპარაკებები საქმიან პარტნიორებთან და კლიენტებთან საუკეთესოა დილით – სადილობამდე. დღის მეორე ნახევარი უმჯობესია დაუთმოთ გართობას ახლობლებთან ერთად.
ლომი
დღეს განსაკუთრებით ფრთხილად უნდა იყოთ, რას ეუბნებით სხვებს. ძალიან დიდია იმის საშიშროება, რომ ზედმეტი გაამჟღავნოთ. და არა მხოლოდ საკუთარი, არამედ სხვისი საიდუმლოც. და ასევე ფრთხილად იყავით უცნობებთან - არსებობს თაღლითობაში მოხვედრის საშიშროება.
ქალწული
დღეს ბევრი რუტინული, მოსაწყენი სამუშაოს შესრულება მოგიწევთ. ამან შეიძლება წონასწორობიდან გამოგიყვანოთ, მაგრამ ეცადეთ არ გაღიზიანდეთ. რაც უფრო აქტიურად დაიწყებთ საქმეს, მით უფრო სწრაფად გაუმკლავდებით მათ.
სასწორი
გაუფრთხილდით ჯანმრთელობას, არ იშრომოთ ზედმეტი და თუ თავს ცუდად გრძნობთ, ეცადეთ რაც შეიძლება მალე დაასრულოთ ყველაფერი და კარგად დაისვენოთ. მოერიდეთ ხალხმრავალ ადგილებს, ვირუსული ინფექციის მაღალი რისკია.
მორიელი
დღეს უმჯობესია აღიაროთ, რომ მხოლოდ თქვენ არ ხართ მართალი და მოუსმინოთ სხვების აზრსაც. მეტიც, თქვენ გაქვთ საკმარისი ინფორმაცია და შეგიძლიათ სწორი დასკვნების გამოტანა.
მშვილდოსანი
რაც უფრო აქტიური ხართ მით მეტია წარმატების მიღწევის შანსი. იყავით კომუნიკაბელური, ჭკვიანი, როდესაც გაუთვალისწინებელი დაბრკოლებები წარმოიქმნება. თუ ხვდებით, რომ სირთულეებთან მარტოს გამკლავება გაგიჭირდებათ, ნუ დააყოვნებთ, სთხოვეთ დახმარება ახლობლებს.
თხის რქა
დამშვიდდით და გააზრებულად იმოქმედეთ. თქვენი მისამართით გამოთქმული კრიტიკა სავსებით გამართლებული და კონსტრუქციულია. ამიტომ, გაითვალისწინეთ ნათქვამი და გამოიტანეთ სწორი დასკვნები.
მერწყული
ახალი იდეებით ხართ აღსავსე. ეცადეთ, დიდხნიანი პროექტები მომავლისთვის გადადოთ და დღეს მხოლოდ აუცილებელი ვალდებულებები შეასრულოთ. მეტი მზრუნველობა გმართებთ შვილების მიმართ.
თევზები
მიიღებთ მომგებიან ბიზნესშეთავაზებებს. მაშინაც კი, თუ ერთი შეხედვით ისინი არცთუ ისე წარმატებულად მოგეჩვენებათ, არ იჩქაროთ უარის თქმა. საღამო ოჯახთან ერთად გაატარეთ, ესტუმრეთ დიდი ხნის უნახავ ნათესავებს.