კურო
ეცადეთ ნაკლები შეცდომები დაუშვათ. გასამართლებელი საბუთი ის არაა, რომ არც სხვები არიან უშეცდომები.
ტყუპი
მთავარი ის კი არაა, რა იცით, მთავარია, საიდან და როგორ მოიპოვეთ ეს ინფორმაცია.
კირჩხიბი
ისე იმოქმედეთ, რომ თქვენი ადგილის დაკავების სურვილიც არ გაუჩნდეს არავის.
ლომი
დღეს ყველა კითხვაზე მოგიწევთ პასუხის გაცემა. შეეცადეთ, ამომწურავი პასუხები გასცეთ.
ქალწული
მოერიდეთ კონფლიქტს გარშემო მყოფებთან. მნიშვნელოვანი ცვლილებები გელით.
სასწორი
ორიდან ერთი გამოსავალი გაქვთ: ან მისტირით, რომ კარგი ვარიანტი გაუშვით ხელიდან, ან აქტიურად იწყებთ ახლის ძიებას.
მორიელი
დღის ავკარგიანობა იმაზეა დამოკიდებული, თუ ვის გვერდით გაატარებთ მას. ეცადეთ, გვერდით ცუდი ადამიანები არ იყოლიოთ.
მშვილდოსანი
გაგიუმჯობესდებათ განწყობა და ისეთ საქმეებსაც შეეჭიდებით, რომელთა შესახებ ადრე გაგონებაც არ გინდოდათ.
თხის რქა
ისე იხუმრეთ, რომ თქვენმა იუმორმა გული არავის ატკინოს.
მერწყული
მეგობრების დახმარებით ადვილად გაერკვევით სიახლეებსა და პრობლემებში.
თევზები
გაფრთხილდით, რათა დაუდევრობის გამო მდგომარეობის გაუმჯობესების შანსი არ გაუშვათ ხელიდან.