13 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

13 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

კურო

ბიზნესის გაფართოების, ახალი საქმიანობის წამოწყების შანსი მოგეცემათ. ფილოსოფიური და ისტორიული ჟანრი გაგიტაცებთ. მოერიდეთ ურთიერთობის დაძაბვას ოჯახის წევრებთან. თავისუფალი დრო საყვარელ ადამიანთან ერთად გაატარეთ.

ტყუპი

შეასრულეთ ყველა ის საქმე, რაც სამომავლოდ გქონდათ გადადებული. მათ შორის, საოჯახო ვალდებულებებიც. კარგია ბინაში დიზაინის შეცვლა. გაამდიდრეთ რაციონი ვიტამინებითა და მინერალებით.

კირჩხიბი

ნუ ეძებთ თავგადასავლებს ნურც სამსახურში, ნურც მეგობრებთან. იყავით კმაყოფილი იმით, რაც გაქვთ, მოერიდეთ რისკს. სამსახურში გვიანობამდე ნუ გაჩერდებით. ნუ გაართულებთ დამოკიდებულებას საყვარელ ადამიანთან.

ლომი

სამსახურშიც და სახლშიც დაგროვილი საქმეები მოაგვარეთ. გააუმჯობესეთ დამოკიდებულება ოჯახის წევრებთან. ძველი პრობლემების მოსაგვარებლად ახალი მეთოდები უნდა გამოიყენოთ. საყვარელი ადამიანი მზრუნველობით განებივრეთ.

ქალწული

სამსახურის საქმეები თქვენგან მეტ ყურადღებას მოითხოვს. დაელაპარაკეთ სასიყვარულო პარტნიორს და ეცადეთ, ურთიერთობაში ჰარმონიამ დაისადგუროს. საღამოს პასიურად დაისვენეთ.

სასწორი

ნურავის დახმარების იმედად ნუ იქნებით, თავად იმოქმედეთ. მხრებში გამართულმა იარეთ, საღამოს საყვარელ ადამიანთან ერთად სუფთა ჰაერზე გაისეირნეთ.

მორიელი

დილით ვარჯიში და კონტრასტული შხაპი განწყობას გაგიუმჯობესებთ. ახალი სამსახური ან შემოსავლის ახალი წყარო გამოგიჩნდებათ. ზოგიერთს სტუმრების გამასპინძლება მოუწევს.

მშვილდოსანი

სამსახურის საქმეებს მარტივად მოაგვარებთ და დრო დასვენებისა და გართობისთვისაც დაგრჩებათ. მეტი მზრუნველობა გმართებთ მეუღლის მიმართ. მარტოხელები იდეალის ძიებას მოეშვით და ყურადღება გარშემო მყოფებს მიაქციეთ.

თხის რქა

სასურველის მისაღწევად შრომაც მოგიწევთ და ფულის მოძიებაც. მეტი დრო დაუთმეთ შვილებს. გააუმჯობესეთ კვების რეჟიმი; მეტი დრო გაატარეთ სუფთა ჰაერზე.

მერწყული

დღის განმავლობაში მეტი იაქტიურეთ. დილა ვარჯიშით დაიწყეთ. გააუჯობესეთ დამოკიდებულება ოჯახის წევრებთან. საყვარელ ადამიანთან მოერიდეთ ურთიერთობის გარკვევას.

თევზები

დღეს დასვენებას გვიანობამდე ვერ შეძლებთ. სამსახურის საქმეები და საოჯახო ვალდებულებები გექნებათ შესასრულებელი. ახალი პერსპექტივები გამოგიჩნდებათ. პირად ურთიერთობაში ნუ შეგეშინდებათ გაცემის, საპასუხოდ უფრო მეტ სიყვარულსა და მზრუნველობას მიიღებთ.

31 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით

მთვარის ჰოროსკოპი: 31 ოქტომბერი

30 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით