ივლისის თვე, დანარჩენი თერთმეტი თვისგან საკუთარი კლიმატური მახასიათებლებით გამოირჩევა, იგი ყველაზე თბილი თვეა წელიწადში. ამასთან ერთად, ივლისი ე.წ. სამეფო თვის სიმბოლიკითაც ხასიათდება. ივლისის თავდაპირველ სახელწოდებად, ქუინტილუს Quintilis (ლათ. quintus — «ხუთი») იყო მიჩნეული. თუმცა უკვე ჩვ. წელთაღრიცხვამდე 1313 წელს, ოქტავიანე ავგუსტუსის ინიციატივით ამ თვეს სახელი შეეცვალა და იწოდა ივლისად, ოქტავიანეს წინამორბედის – რომის იმპერატორ იულიუს ცეზარის პატივსაცემად, რომელიც სწორედ ამ თვეში გახლდათ დაბადებული. ასტროლოგიური თვალსაზრისით, ივლისი ორ ზოდიაქოს ნიშანს კირჩხიბსა და ლომს აერთიანებს, ორივე მათგანი კი თავის მხრივ სრულად ამართლებს ივლისის პერსონიფიკაციას – კირჩხიბი თავისი სულიერი სითბოთი და ემოციურობით, ლომი კი დიდსულოვნებითა და მეფური ხასიათით.
13 ივლისს დაბადებული ადამიანები, უზომოდ გამჭრიახები და ინტუიციურები არიან. მათ აქვთ დროის ფენომენალური შეგრძნება, რაც საშუალებას აძლევთ ყოველთვის აღმოჩნდნენ საჭირო დროს, საჭირო ადგილზე და ხელსაყრელი მომენტი წარმატებით გამოიყენონ.