13 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით

13 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით

კურო

პასიურობა დაუშვებელია. თუ ფიზიკური აქტიურობა არ გიყვართ, ინტელექტუალური საქმეები შეასრულეთ. კარგი დღე ელით სპორტსმენ ნიშნებს.

ტყუპი

დღეს ყველა საქმეს საუკეთესოდ გაართმევთ თავს, თუ ერთგულ და გამოცდილ ადამიანებთან ერთად იმუშავებთ. გააუმჯობესეთ ურთიერთობა თანამოაზრეებთან.

კირჩხიბი

კარგი დღეა გონებრივი სამუშაოს შესასრულებლად. მოერიდეთ მზეზე სეირნობას და ნუ გააკეთებთ ისეთ რამეს, რაც ჯანმრთელობას გაგიუარესებთ. ახლობლებზე მზრუნველი უნდა იყოთ.

ლომი

წარმატებული დღე გელით. სასურველის მისაღწევად მიზანმიმართული უნდა იყოთ და ხშირად გამოავლინოთ ინიციატივა. განსაკუთრებით, თუ თქვენი საქმე სპორტს უკავშირდება.

ქალწული

ენერგიული და მიზანსწრაფული ხართ. ეცადეთ, ერთ კონკრეტულ საქმეზე იყოთ კონცენტრირებული. მეტი მზრუნველობა გმართებთ მშობლების მიმართ, დაეხმარეთ მათ.

სასწორი

ნუ გადადებთ ხვალისთვის იმას, რისი გაკეთებაც დღეს შეგიძლიათ. თანამოაზრეებთან შეთანხმებულად იმოქმედეთ. კარგი დღეა მგზავრობისა და მეგობრული შეხვედრებისთვის.

მორიელი

განწყობის ცვალებადობაა მოსალოდნელი და ეცადეთ, არავისთან გაიფუჭოთ დამოკიდებულება. ხანდახან კანონი უნდა დაარღვიოთ და ისე იმოქმედოთ, როგორც საჭიროდ ჩათვლით.

მშვილდოსანი

თანამშრომლობის, დიალოგისა და კონკურენტებთან გაჯიბრების დღეა. თუ პირველობა გსურთ, მეტად უნდა გაისარჯოთ. გააუმჯობესეთ ურთიერთობა პარტნიორებთან.

თხის რქა

დღეს საკუთარ თავზე მეტი ყურადღება გარშემო მყოფებს და საქმეებს უნდა მიაქციოთ. წინასწარ არაფერი დაგეგმოთ, სიტუაციის მიხედვით იმოქმედეთ. თუ უცხო გარემოში მოხვდებით, საკუთარი წესების დადგენას ნუ ეცდებით.

მერწყული

დაისახეთ კონკრეტული მიზნები და ყველა პრობლემის მოგვარებას დღეს ნუ შეეცებით. სამსახურის საქმეების გამო ნუ დაივიწყებთ საყვარელ ადამიანს შვილებსა და ნათესავებს.

თევზები

დღეს საკუთარ შესაძლებლობასა და სურვილებს შორის ზღვარი უნდა დაიცვათ. თუ საკუთარ შესაძლებლობაში დარწმუნებული არ ხართ, რთულ საქმეებს ნუ შეეჭიდებით.

31 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით

მთვარის ჰოროსკოპი: 31 ოქტომბერი

30 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით