13 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

13 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

კურო

რატომ ინტერესდებით ჭორიკნების, უსაქმურებისა და შურიანების აზრებით? იცხოვრეთ ისე, როგორც გაგიხარდებათ.

ტყუპი

დღეს შეცდომების გამოსწორების შანსი და ცხოვრების კარდინალურად შეცვლის საშუალება მოგეცემათ.

კირჩხიბი

მუშაობა კარგია, მაგრამ მარტო შორს ვერ წახვალთ. საქმე კოლეგებსაც გადაუნაწილეთ და კომპეტენტური აზრიც გაითვალისწინეთ.

ლომი

თუ თავად გეზარებათ საქმეების შესრულება, გარშემო მყოფები დაასაქმეთ, ვინმემ ხომ უნდა იმუშაოს? თავად კი "საპატიო მიზეზი" მოიფიქრეთ და დაისვენეთ.

ქალწული

დღეს მარტოც კარგად იმუშავებთ და გუნდშიც. კარგი დღეა ახალი საქმეების განსახილველად, მომავლის დასაგეგმავად.

სასწორი

დღეს შეიძლება სხვაში შეეშალოთ, მაგრამ თქვენი ამბავი რომ ვიცით, უცხოსაც გაუბამთ ლაქლაქს მანამ, სანამ საერთო ინტერესებს არ აღმოაჩენთ და ბოლოს, ძველი ნაცნობებივით დაემშვიდობებით ერთმანეთს.

მორიელი

მშვიდი და წყნარი დღე გელით. თუ საშუალება მოგეცემათ იგი ბუნებაში გაატარეთ.

მშვილდოსანი

დღეს საკუთარი თავი ყოვლისმცოდნე და ყოვლისშემძლე გეგონებათ. ყველა დაბრკოლებას ადვილად გაუმკლავდებით.

თხის რქა

მიუხედავად იმისა, რომ ბედი გწყალობთ, ნუ გაზარმაცდებით, ციდან არაფერი ჩამოცვივდება თუ თქვენებურად, ნაყოფიერად არ იმუშავებთ.

მერწყული

არავინ შეგამჩნიოთ უხასიათობა ან ნერვიულობა. ეცადეთ თვალისმომჭრელი იყოთ, საკუთარი გარეგნობითა და სიტყვა-პასუხით ყველა უნდა მოხიბლოთ.

თევზები

დღეს ცვლილებების დღე გაქვთ. ის, რასაც ამდენ ხანს ელოდით, სასიამოვნოდ "დაგატყდებათ თავს".

31 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით

მთვარის ჰოროსკოპი: 31 ოქტომბერი

30 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით