სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე
კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
ვერძი
ნებისმიერი ფიზიკური აქტივობა უნდა იყოს მინიმუმამდე დაყვანილი - ტრავმის თავიდან ასაცილებლად, არ დაკავდეთ სპორტით, არ ასწიოთ მძიმე საგნები, ნუ გადააადგილებთ ავეჯს და ფრთხილად იარეთ.
კურო
დღეს არ არის მიზანშეწონილი მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრა, თუნდაც მოგეჩვენოთ, რომ ისინი საჭიროებენ სასწრაფო და გადაუდებელ ჩარევას - სინამდვილეში ეს ასე არ არის.
ტყუპი
განწყობის ცვალებადობა ყველაზე უარყოფით გავლენას მოახდენს თქვენ გარშემო მყოფებთან ურთიერთობაზე: იმისთვის, რომ მათ არ ეჩხუბოთ, კომუნიკაცია მინიმუმამდე უნდა დაიყვანოთ.
კირჩხიბი
დღეს შეგიძლიათ დაასრულოთ ის პროექტი, რომელზედაც დიდი ხანია მუშაობთ – ეს განსაკუთრებით ეხება მათ, ვისი პროფესიაც რაღაცნაირად დაკავშირებულია შემოქმედებასთან.
ლომი
დატვირთულობის მიუხედავად, შეეცადეთ გამონახოთ დრო მეგობრებთან სასაუბროდ: დღეს მათთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თქვენი ყურადღება და კარგი რჩევა - უახლოეს მომავალში ისინი სიკეთით აგინაზღაურებენ სიკეთისთვის.
ქალწული
დღეს ნახევრად ვერაფერს გააკეთებთ: ან სერიოზულად უნდა მოეკიდოთ საქმეებს, ან საერთოდ უარი თქვათ მათზე - წინააღმდეგ შემთხვევაში, ბევრი დრო და ძალისხმევა დაიხარჯება, შედეგი კი ნული იქნება.
სასწორი
შეგიძლიათ გააფორმოთ მნიშვნელოვანი კონტრაქტი, განსაკუთრებით ის, რაც გათვლილია გრძელვადიან პერსპექტივაზე: რა თქმა უნდა, სწრაფ დივიდენდებს ვერ მიიღებთ, მაგრამ დროთა განმავლობაში თანხა შთამბეჭდავი იქნება.
მორიელი
რთული ცხოვრებისეული გარემოებები, რომლებსაც ამჟამად ყველა განიცდის ამა თუ იმ ხარისხით, არ არის იმის მიზეზი, რომ ცხოვრებას პირქუშად შეხედოთ: ყოველთვის უნდა იპოვოთ პოზიტიური წვრილმანებშიც კი, მაგრამ განსაკუთრებით ამ დღეს.
მშვილდოსანი
ამაღლებული ემოციური ფონი მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოგადგებათ, თუ სხვების ქცევაზე დაკვირვებისას საკუთარი ექსპრესიულობის შეკავებას შეძლებთ.
თხის რქა
საუკეთესო დღეა თათბირის მოსაწყობად და მიმდინარე საკითხების განსახილველად. კარგი იქნება, იზრუნოთ დაწყებული საქმეების დასრულებაზე. აუცილებელია გამოირიცხოს ნებისმიერი მანიპულაცია თმაზე.
მერწყული
თუ დიდი ხანია დაქორწინებული ხართ და ამჩნევთ, რომ მოსაწყენმა ურთიერთობამ დაგღალათ, გირჩევთ, თქვენს მეორე ნახევარს სხვა კუთხით შეხედოთ, გამონახოთ საერთო საქმე და მოწყენილობა აორთქლდება.
თევზები
ყოველთვის აუცილებელია ემოციების შეკავება, მაგრამ განსაკუთრებით დღეს: თუ ინერვიულებთ, გამოავლენთ თქვენს სისუსტეს, რაც არაკეთილსინდისიერებს თქვენი სიძულვილის კარგ მიზეზს მისცემს.