ორშაბათი, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 09:06-ზე, მთვარე 14:41-დან ლომში იქნება
მოაგვარეთ წვრილ-წვრილი საქმეები. სერიოზულები სხვა დროისთვის გადადეთ. კარგი დღეა კოლექტიური მუშაობისთვის, ბიზნესისთვის. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. თუ არ გეჩქარებათ, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღისთვის გადადეთ. ნეიტრალური დღეა ვაჭრობისა და სასამართლო საქმეებისთვის. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად; ქორწინების, ნიშნობისთვის. ნეიტრალურია სამსახურის, საქმიანობის, საცხოვრებლის შეცვლა. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
ვერძი
დილიდანვე მოგიწევთ პრობლემების და გადაუდებელი საკითხების მოგვარება. ენერგიის საკმარისი დონე დაგეხმარებათ გაუმკლავდეთ ყველა საკითხს, ხოლო დღის მეორე ნახევარში შეგიძლიათ ოდნავ დაისვენოთ. დაზოგეთ ენერგია საღამოსთვის, როცა მოსალოდნელია საინტერესო შეხვედრები და გართობა.
კურო
დღეს პრიორიტეტი უნდა იყოს პერსპექტიული რამ, რაც მოგიტანთ სარგებელს და წარმატებას მომავალში. ნუ დაკარგავთ დროს ცარიელ საუბარზე, კონცენტრირდით გეგმების მომზადებაზე და თქვენი რესურსების ოპტიმიზაციაზე. საღამოს შესაძლოა კარგი ამბები ან მოულოდნელი შეთავაზებები მიიღოთ.
ტყუპი
დღის პირველ ნახევარში მოგიწევთ მოსაწყენი და უინტერესო საქმეების კეთება. უნდა დაიცვათ წესები და შეასრულოთ ვალდებულებები. დღის მეორე ნახევარში ვარსკვლავები გპირდებიან სასარგებლო კონტაქტებს, რომლებიც კარიერულ წინსვლაში დაგეხმარებიან.
კირჩხიბი
წარმატებული დღეა, გექნებათ ბევრი შესაძლებლობა და შანსი გაიძლიეროთ პროფესიული პოზიცია და დაწინაურდეთ კარიერაში. ასევე 13 მაისს შეგიძლიათ მოაგვაროთ რამდენიმე საკამათო საკითხი პირად ურთიერთობებში, დაამყაროთ მშვიდობა, გულწრფელად ისაუბრეთ.
ლომი
ეცადეთ დილიდან იყოთ პოზიტიური და ამაღლებულ განწყობაზე. ბევრი რამ იქნება დამოკიდებული თქვენს განწყობაზე. საუზმისთვის მოამზადეთ რაიმე განსაკუთრებული და ნელ-ნელა ჩაერთეთ სამუშაო რიტმში. შესაძლოა გეგმები შეიცვალოს, მაგრამ განიხილეთ ეს, როგორც ახალი შესაძლებლობა.
ქალწული
ნუ იჩქარებთ სამსახურში მისვლას, გაატარეთ დილა კომფორტულად და მოდუნებულად. ვარსკვლავები ახალი რთული პროექტების დაწყების გადადებას გირჩევენ: დღეს ამისათვის საკმარისი ენერგია არ გაქვთ. უმჯობესია დაასრულოთ დაწყებული საკითხები. ხშირად ესაუბრეთ საყვარელ ადამიანებს.
სასწორი
დილით კონცენტრირება და მუშაობის დაწყება გაგიჭირდებათ. გირჩევთ, ყველა მნიშვნელოვანი დავალება და შეხვედრა დღის მეორე ნახევრისთვის დაგეგმოთ, როცა თქვენი ენერგიის დონე გაიზრდება. გამორიცხული არაა საღამოს საყვარელი ადამიანისგან სასიამოვნო სიახლე და სიურპრიზი მიიღოთ.
მორიელი
მოემზადეთ დატვირთული დღისთვის, მოგიწევთ სწრაფი რეაგირება და გეგმების შეცვლა. გარემოებები სწრაფად შეიცვლება და მათთან ადაპტაცია დაგჭირდებათ. გამოიყენეთ თქვენი ძველი კონტაქტები, ნუ მოგერიდებათ დახმარების თხოვნა მეგობრების ან კოლეგებისთვის.
მშვილდოსანი
დღის პირველ ნახევარში მოგიწევს აქტიურობა, ბევრი გადაადგილება, კომუნიკაცია და დაგროვილი საკითხების მოგვარება. ბიზნესში დიდ პროგრესს ნუ ელოდებით, თუმცა შესრულებული სამუშაოსგან კმაყოფილებას იგრძნობთ. საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობა ძალას მოგცემთ.
თხის რქა
ინტუიცია დღეს მაღალ დონეზეა, ამიტომ გადაწყვეტილების მიღებისას მოუსმინეთ მას და მიჰყევით მის რჩევებს. არ უნდა გამოიყენო სხვისი გამოცდილება, ეს უფრო მეტ ზიანს მოგაყენებს, ვიდრე სიკეთეს. აჩვენეთ თქვენი საუკეთესო საქმიანი თვისებები: ეს დაგეხმარებათ გააძლიეროთ თქვენი პოზიცია გუნდში.
მერწყული
რაღაცასთან განშორება მოგიწევთ, მაგრამ მანამდე კარგად დაფიქრდით და მიიღეთ სწორი გადაწყვეტილება. დღეს შეგიძლიათ შეცვალოთ თქვენი გეგმები ან მიმართულებები საქმიანობაში, შეცვალონ საქმიანობა. ვიღაცამ თქვენი გარემოდან შეიძლება იმედი გაგიცრუოთ თავისი ქმედებებით.
თევზები
დილა გაიხალისეთ, არ იჩქაროთ და ნელ-ნელა ჩაერთეთ სამუშაო რიტმში. თქვენი ინტელექტუალური შესაძლებლობები მაღალ დონეზეა: შესთავაზეთ თქვენი იდეები გავლენიან ადამიანებს, მონაწილეობა მიიღეთ კამათსა და დისკუსიაში. ესაუბრეთ თქვენს პარტნიორს და მშვიდად გაარკვიეთ ყველა უსიამოვნო მომენტი.